1. გაზსაშიში სამუშაოების შესრულებაზე გაიცემა დადგენილი ფორმის განწეს-დაშვება (დანართი 3), რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ სამუშაოების მომზადებისა და უსაფრთხო წარმოების ღონისძიებების კომპლექსი.

2. იმ პირთა სია, რომელთაც აქვთ განწესების გაცემის უფლება, განისაზღვრება საწარმოს ბრძანებით.

3. პერიოდულად განმეორებადი სამუშაოები, რომლებიც სრულდება ანალოგიურ პირობებში, როგორც წესი, მომუშავეთა მუდმივი შემადგენლობით, შესაძლებელია შესრულდეს განწეს-დაშვების გაუფორმებლად, ყოველი სახის სამუშაოსათვის დამტკიცებული საწარმოო ინსტრუქციების შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხო შესრულებას. ეს სამუშაოები რეგისტრირებული უნდა იყოს სამუშაოთა აღრიცხვის ჟურნალში. ამ სამუშაოებზე არ ვრცელდება მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა.

4. თუ გაზსადენებზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭლებში და სხვა მოწყობილობაზე გაზსაშიში სამუშაოების ჩატარება დაკავშირებულია მოწყობილობისა და მილსადენების ჰერმეტიზაციის დარღვევასთან, განწეს-დაშვებას უნდა დაერთოს ჩამკეტი არმატურის განლაგების, გაზის (კონდენსატის) მოცილების, ჭურჭლის გარეცხვის, გაქრევის, გაორთქვლის და ყრუ სახშობების დაყენების სქემები. სქემები ხელმოწერილი უნდა იყოს სადგურის მთავარი ინჟინრის (ტექნიკური დირექტორის) მიერ.

5. საავარიო სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის სამუშაოები ადამიანების სიცოცხლის საფრთხისა და მატერიალურ ფასეულობათა დაზიანების პირდაპირი საშიშროების აღკვეთამდე წარმოებს განწეს-დაშვების გარეშე. საფრთხის აღკვეთის შემდეგ გაზსადენებისა და მოწყობილობის გამართულ მდგომარეობაში მოყვანის სამუშაოები უნდა შესრულდეს განწეს-დაშვებებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ავარიული სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის სამუშაოებს დაწყებიდან ბოლომდე აწარმოებს საავარიო სამსახური, განწეს-დაშვების შედგენა საჭირო არ არის.

6. გაზსაშიშ სამუშაოებზე განწეს-დაშვება გაიცემა წინასწარ, სამუშაოებისთვის მოსამზადებლად. განწეს-დაშვებაში მიეთითება მოქმედების ვადა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო. თუ არ ესწრება სამუშაოს დამთავრება მითითებულ დროში, განწეს-დაშვების გამცემმა პირმა უნდა გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა. განწეს-დაშვებები ექვემდებარება რეგისტრაციას სპეციალურ ჟურნალში (დანართი 4). გაზსაშიშ სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი სამუშაოს დამთავრების შემდეგ აბარებს განწეს-დაშვებას და ხელს აწერს ჟურნალში.

7. გაზსაშიში სამუშაოს დაწყების წინ მასზე პასუხისმგებელმა პირმა ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს ყველა მუშას უსაფრთხოების საჭირო ღონისძიებების შესახებ, რაზედაც მუშამ ხელი უნდა მოაწეროს განწეს-დაშვების ფორმაში.

8. თუ გაზსაშიში სამუშაო, რომლის შესრულებაზეც გაცემულია განწეს-დაშვება, სრულდება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მათ შესრულების მიმდინარეობაზე პასუხისმგებელმა პირმა ყოველდღიურად უნდა მოახსენოს განწეს-დაშვების გამცემ პირს.

9. განწეს-დაშვებები უნდა ინახებოდეს არანაკლებ 1 წლის განმავლობაში. გაზის პირველად გაშვებასა და მოქმედ გაზსადენში შეჭრაზე გაცემული განწეს-დაშვებები მუდმივად ინახება აღნიშნული ობიექტის საშემსრულებლო – ტექნიკურ დოკუმენტაციაშ