1. გაზსავსები საკომპრესორო სადგური ვალდებულია:

ა. განახორციელოს ღონისძიებები მეურნეობის გამართულ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად და დაიცვას „წესების” მოთხოვნები;

ბ. ჰქონდეს იმ საწარმოების ნებართვების ასლები, რომლებიც ხელშეკრულებით ასრულებენ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სამუშაოებს;

გ. ჰქონდეს დოკუმენტები „ბ” ქვეპუნქტში მითითებულ საწარმოებთან საქმიანობის სფეროების გამიჯვნის შესახებ;

დ. ჰყავდეს შტატით საჭირო პერსონალი, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ე. ჩაატაროს პერსონალის დროული მომზადება და ცოდნის შემოწმება;

ვ. ჰქონდეს სამუშაოების საწარმოებლად საჭირო სამართლებრივი აქტები და ნორმატიულ-ტექნიკური აქტები (წესები, დებულებები და ინსტრუქციები);

ზ. იქონიოს საჭირო ხელსაწყოები, კონტროლისა და დაცვის სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;

თ. შეასრულოს ტექზედამხედველობის, კანონით გათვალისწინებული სხვა საზედამხედველო ორგანოების დადგენილებები და მიწერილობები მათი უფლებამოსილების ფარგლებში;

ი. უზრუნველყოს გაზსადენების, ნაგებობებისა და მოწყობილობის ტექნიკური გამოკვლევა დადგენილ ვადებში ან ტექზედამხედველობის მოთხოვნით;

კ. უზრუნველყოს ტერიტორიის დაცვა გარეშე პირების შეღწევისაგან ან არასანქციონირებული ქმედებისაგან;

ლ. დაუყოვნებლივ აცნობოს ტექზედამხედველობას მომხდარი ავარიების ან ინციდენტების შესახებ;

მ. განახორციელოს ავარიების (ინციდენტების) ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებები და ხელი შეუწყოს სახელმწიფო ორგანოებს მათი მიზეზების გამოკვლევაში;

ნ. მიიღოს მონაწილეობა ავარიების მიზეზების გამოკვლევაში და გაატაროს ღონისძიებები მათი აღმოფხვრისათვის, ავარიების პროფილაქტიკისა და აღრიცხვისათვის;

ო. წარადგინოს ტექზედამხედველობაში ინფორმაცია გამოკვლევის აქტით გათვალისწინებული ავარიების ასარიდებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული ღონისძიებების შესრულების უზრუნველყოფა ევალება საწარმოს ხელმძღვანელს.

3. ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება ხორციელდება “წესების” შესაბამისად და დამამზადებელი ქარხნების, აგრეთვე ტექზედამხედველობასთან შეთანხმებული, მოწყობილობის ტექნიკური ექსპლუატაციის საწარმოო ინსტრუქციების თანახმად.

4. ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სამუშაოები შეიძლება გადაეცეს ხელშეკრულებით შესაბამისი ლიცენზიისა და ტექზედამხედველობის ნებართვის მქონე საწარმოს. ხელშეკრულებაში უნდა იყოს განსაზღვრული ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სამუშაოების საზღვრები, მოცულობები და რეგლამენტირებული მოვალეობები გაზსავსები საკომპრესორო სადგურის უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის პირობების უზრუნველსაყოფად.

5. ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის გრაფიკები მტკიცდება მთავარი ინჟინრის (ტექნიკური დირექტორის) მიერ და უთანხმდება შემსრულებელ საწარმოს.

6. საექსპლუატაციო პერსონალისათვის უნდა დამუშავდეს სამუშაოების უსაფრთხო წარმოების თანამდებობრივი და საწარმოო ინსტრუქციები.

7. თანამდებობრივი ინსტრუქციები განსაზღვრავს ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების უფლება-მოვალეობებს.

8. საწარმოო ინსტრუქცია მუშავდება მოწყობილობის დამამზადებელი ქარხნის მოთხოვნებისა და ექსპლუატაციის კონკრეტული პირობების გათვალისწინებით. იგი უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს სხვადასხვა ოპერაციის შესრულების ტექნოლოგიური თანამიმდევრობის მიმართ, სამუშაოების შემოწმების მეთოდებსა და მოცულობებს და დამტკიცდეს საწარმოს მთავარი ინჟინრის (ტექნიკური დირექტორის) მიერ. ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ინსტრუქციებს თან უნდა ერთვოდეს ტექნოლოგიური სქემები.

9. საწარმოო ინსტრუქცია და ტექნოლოგიური სქემა უნდა გადაიხედოს და ხელახლა დამტკიცდეს 3 წელიწადში ერთხელ მაინც, აგრეთვე “წესების” შეცვლის, საწარმოს რეკონსტრუქციის, ხელახალი ტექნიკური აღჭურვისა და ტექნოლოგიური პროცესის შეცვლის შემთხვევაში.

10. ინსტრუქციები უნდა იყოს საწარმოო სათავსებში სამუშაო ადგილებზე. ინსტრუქციებს უნდა გაეცნოს მომსახურე პერსონალი, რაც დასტურდება ხელმოწერით.

11. აუცილებელი ინტრუქციების ნუსხას ამტკიცებს საწარმოს მთავარი ინჟინერი (ტექნიკური დირექტორი).

12. საწარმო ვალდებულია ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში შეინახოს საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაცია.

13. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურზე უნდა შედგეს საექსპლუატაციო პასპორტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე ჩატარებული კაპიტალური რემონტის მონაცემებს.

თავი (V. გაზსაშიში სამუშაოე