1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მშენებლობა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამუშაოების დაწყების შესახებ სამშენებლო საწარმომ უნდა აცნობოს ტექზედამხედველობას მშენებლობის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც.
3. გაზსავსები საკომპრესორო სადგური მშენებლობის დაწყების წინ დამკვეთის მიერ რეგისტრირებული უნდა იქნეს ტექზედამხედველობაში.
4. მშენებლობის ობიექტის რეგისტრაციისათვის ტექზედამხედველობაში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა. წერილი, სადაც ნაჩვენები იქნება ობიექტის დასახელება და მისამართი, საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოები, ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები;
ბ. საპროექტო დოკუმენტაცია;
გ. ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის დანიშვნის შესახებ ბრძანებისა და ცოდნის შემოწმების ოქმის ასლები;
დ. საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოების ლიცენზიების ასლებ