1. საწარმოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და სპეციალისტები, რომლებიც დაკავებული არიან გაზსავსები საკომპრესორო სადგურების დაპროექტებით, მშენებლობით, ექსპლუატაციით, ტექნიკური ზედამხედველობით, მოწყობილობის გამართვით და გამოცდით, აგრეთვე კადრების მომზადებით, გადიან „წესებისა” და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის შემოწმებას მათი საქმიანობის შესაბამისი მოცულობით.
2. ცოდნის პერიოდული შემოწმება ტარდება 3 წელიწადში ერთხელ მაინც.
3. სპეციალისტები გაზსაშიშ სამუშაოებზე დაიშვებიან, თუ:
ა. აქვთ სამუშაოს პროფილის მიხედვით უმაღლესი ან საშუალო ტექნიკური განათლება ან გავლილი აქვთ სწავლება შესაბამისი ლიცენზიისა და ტექზედამხედველობის ნებართვის მქონე საწარმოში (სასწავლო ცენტრში) ტექზედამხედველობასთან შეთანხმებული პროგრამით;
ბ. გავლილი აქვთ ცოდნის შემოწმება აღნიშნული პროგრამით;
გ. გავლილი აქვთ წინასწარი ან პერიოდული სამედიცინო შემოწმება დადგენილი წესით;
დ. შეუძლიათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა;
ე. ფლობენ პირველი სამედიცინო დახმარების ხერხებს;
ვ. ცოდნის პირველადი შემოწმების შემდეგ გავლილი აქვთ ორკვირიანი სტაჟირება. სტაჟირებაზე და სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულებაზე დაშვება ფორმდება ბრძანებით.
4. სპეციალისტებმა, რომლებმაც ვერ გაიარეს ცოდნის შემოწმება, უნდა გაიარონ ცოდნის ხელმეორე შემოწმება არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში.
5. ცოდნის შემოწმების უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დაკავებული თანამდებობისადმი შესაბამისობის საკითხი წყდება დადგენილი წესით.
6. სხვა სამუშაოზე გადასვლისას, რომელიც განსხვავდება წინასაგან ნორმატიული აქტებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების პირობებითა და ხასიათით, აუცილებელია ცოდნის შემოწმება ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით.
7. რიგგარეშე ცოდნის შემოწმება აუცილებელია უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა შეცვლის ან დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე, ტექზედამხედველობის, უბედური შემთხვევის ან ავარიის გამომკვლევი კომისიის მოთხოვნი