1. „უსაფრთხოების წესები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის” (შემდგომ წესები) დამუშავებულია საქართველოს კანონის „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ”, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (შემდგომ ტექზედამხედველობა) დებულების და მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. „წესები” ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საწარმოსათვის (ორგანიზაციისათვის), რომლებიც აპროექტებენ, აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსებ საკომპრესორო სადგურებს (შემდგომ გაზსავსები საკომპრესორო სადგურები