1. მუშები, რომლებიც დაკავებული არიან გაზსავსები საკომპრესორო სადგურების ექსპლუატაციით, დამოუკიდებელ სამუშაოზე დაშვებამდე გადიან სწავლებას და ცოდნის შემოწმებას შესაბამის სამუშაო ადგილზე სამუშაოების შესრულების უსაფრთხო მეთოდებსა და ხერხებში.

2. სამუშაოების წარმოების უსაფრთხო მეთოდებისა და ხერხების სწავლება ტარდება შესაბამისი ლიცენზიის და ტექზედამხედველობის ნებართვის მქონე საწარმოში (სასწავლო ცენტრში).

3. სწავლების პროგრამები უნდა შეთანხმდეს ტექზედამხედველობასთან.

4. ცოდნის მორიგი შემოწმება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.

5. მუშები გაზსაშიშ სამუშაოებზე დაიშვებიან, თუ შეუსრულდათ 18 წელი და:

ა. გავლილი აქვთ სწავლება შესაბამისი გაზსაშიში სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიაში, შესრულების უსაფრთხო მეთოდებსა და ხერხებში შესაბამისი ლიცენზიის და ტექზედამხედველობის ნებართვის მქონე საწარმოში (სასწავლო ცენტრში) ტექზედამხედველობასთან შეთანხმებული პროგრამით;

ბ. გავლილი აქვთ ცოდნის შემოწმება აღნიშნული პროგრამით;

გ. გავლილი აქვთ წინასწარი ან პერიოდული სამედიცინო შემოწმება დადგენილი წესით;

დ. შეუძლიათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა;

ე. ფლობენ პირველი სამედიცინო დახმარების ხერხებს;

ვ. ცოდნის პირველადი შემოწმების შემდეგ გავლილი აქვთ სამუშაო ადგილზე ორკვირიანი სტაჟირება გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით. სტაჟირებაზე და სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულებაზე დაშვება ფორმდება ბრძანებით.

6. მუშებმა, რომლებმაც ვერ გაიარეს ცოდნის შემოწმება (ვერ ჩააბარეს) გამოცდა შესაბამისი სამუშაოების შესრულების უსაფრთხო მეთოდებსა და ხერხებში, უნდა გაიარონ ცოდნის ხელმეორე შემოწმება არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში.

7. სამუშაოს შეცვლისას ახალ სამუშაოზე დაშვებამდე საჭიროა შესაბამისი სწავლებისა და ცოდნის შემოწმების გავლა.

8. მუშებმა, რომლებმაც სამუშაოების შესრულებისას დაარღვიეს უსაფრთხოების მოთხოვნები, უნდა გაიარონ ცოდნის რიგგარეშე შემოწმებ