1. პერსონალის ცოდნის შესამოწმებლად საწარმოში იქმნება მუდმივმოქმედი საკვალიფიკაციო კომისია არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. დასაშვებია ცოდნის შემოწმება ტექზედამხედველობის საკვალიფიკაციო კომისიაზე.

2. მუდმივმოქმედი კომისიის წევრებმა უნდა გაიარონ ცოდნის შემოწმება ტექზედამხედველობის საკვალიფიკაციო კომისიაზე.

3. პერსონალის ცოდნის შემოწმება ტარდება ტექზედამხედველობის და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

4. ცოდნის შემოწმების თარიღი და ადგილი უნდა ეცნობოს ტექზედამხედველობას 5 დღით ადრე მაინც.

5. ცოდნის შემოწმების (გამოცდის) შედეგები ფორმდება ოქმით, სადაც ცოდნის შეფასების გარდა აღინიშნება სამუშაოთა სახეები, რომელთა შესრულება შეუძლია ცოდნაშემოწმებულ პირს.

6. ცოდნის შემოწმება გაზსაშიში სამუშაოების ტექნოლოგიაში შეიძლება ჩატარდეს „წესების” ცოდნის შემოწმებასთან ერთად საერთო ოქმის გაფორმებით, რომელშიც ცოდნის შემოწმების შედეგებთან ერთად კეთდება დასკვნა გაზსაშიშ სამუშაოებზე დაშვების თაობაზე.

7. ცოდნის შემოწმების ოქმს ხელს აწერენ საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე და ტექზედამხედველობის წარმომადგენელი.

8. ცოდნის შემოწმების წარმატებით (დადებითი შეფასებით) გავლის შემდეგ პირზე გაიცემა მოწმობა სამუშაოს იმ სახეების ჩვენებით, რომლებზეც შეიძლება მისი დაშვებ