1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურების დაპროექტებასა და მშენებლობას, კადრების მომზადებას ახორციელებენ ტექზედამხედველობის ნებართვის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის მქონე საწარმოები.
2. გაზსავსები საკომპრესორო სადგურების ექსპლუატაცია ხორციელდება ტექზედამხედველობის მიერ და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე.
3. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურებზე მიწოდებული გაზი უნდა პასუხობდეს გოსტ 5542-87 „გაზები, საწვავი ბუნებრივი სამრეწველო და კომუნალურ – საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის. ტექნიკური პირობები” ხოლო ავტომობილების ბალონებში დასაჭირხნი შეკუმშული ბუნებრივი გაზი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს გოსტ 27577-02 „გაზი ბუნებრივი საწვავი შეკუმშული გაზბალონიანი ავტომობილებისათვის. ტექნიკური პირობები