1. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში გაზის გაშვება წარმოებს საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით მიმღები კომისიის აქტის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ლიცენზიისა და ტექზედამხედველობის ნებართვის საფუძველზე.
2. გაზის გაშვება წარმოებს სადგურის პერსონალის ან სპეციალიზებული საწარმოს მიერ გაზსაშიშ სამუშაოებზე განწეს-დაშვებით, საწარმოს მთავარი ინჟინრის მიერ დამტკიცებული და ტექზედამხედველობასთან შეთანხმებული ამ სამუშაოების შესრულების გეგმით.
3. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში გაზის გამშვები ბრიგადა ვალდებულია გაზის გაშვებამდე დაათვალიეროს ყველა გაზსადენი და მოწყობილობა და შეამოწმოს მათი წესივრულობა.
4. გაზსადენები და მოწყობილობა მათში გაზის გაშვების წინ ექვემდებარება საკონტროლო დაწნეხას ჰაერით 0,1 მეგპა (1 კგძ/სმ
2
) წნევაზე 30 წთ-ის განმავლობაში. საკონტროლო მანომეტრზე წნევა მუდმივი უნდა იყოს. დაწნეხისას შენადუღი ნაკერების, მილტუჩა და კუთხვილიანი შეერთებების ჰერმეტულობა მოწმდება საპნის ემულსიით. საკონტროლო დაწნეხის შედეგები ფიქსირდება გაზსაშიში სამუშაოების განწეს-დაშვებაში.
5. გაზსადენები, მოწყობილობა და საკომპრესორო დანადგარები გაზზე მუშაობის დაწყების წინ უნდა გაქრევდეს ინერტული ან ბუნებრივი გაზით ჰაერის მთლიანად გამოდევნამდე. გაქრევის დამთავრება განისაზღვრება გასაქრევი გაზების აღებული სინჯების ანალიზით (ჟანგბადის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს მოცულობით 2 %-ს) ან დაწვით.
6. აკრძალულია გაზსადენების, მოწყობილობისა და საკომპრესორო დანადგარების გაქრევისას გაზჰაერის ნარევის გაშვება სათავსებში, სავენტილაციო არხებსა და ანალოგიურ ადგილებში.
7. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის სათავსებში, სადაც წარმოებს გაზსადენებისა და მოწყობილობის გაქრევა, ჩართული უნდა იყოს მომდენ-გამწოვი ვენტილაცია.
8. გაზჰაერის ნარევის გაშვება გაზსადენებისა და მოწყობილობის გაქრევისას უნდა წარმოებდეს საქრევი სანთლების საშუალებით იმ ადგილებში, სადაც გამორიცხულია მისი მოხვედრა შენობაში, აგრეთვე აალება ცეცხლის წყაროდან.
9. მოწყობილობის (გაზის აკუმულატორები, ადსორბერები და ა.შ.) გაქრევისათვის განკუთვნილი შტუცერები ისე უნდა განლაგდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტექნოლოგიური აპარატების მთელი მოცულობის გაქრევა გასაქრევი გაზის მინიმალური დანახარჯით.
10. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში გაზის გაშვების სამუშაოების დამთავრება ფიქსირდება გაზსაშიში სამუშაოების განწეს-დაშვებაშ