1. ნებისმიერი მოძრავი მექანიზმის ელექტროამძრავები უნდა გამოირთოს კვების წყაროებიდან ხილული წყვეტით და ამოირთოს ამ მექანიზმებიდან. ელექტროამძრავებისა და ელექტრომანაწილებელი მოწყობილობის საკომუტაციო აპარატურაზე გამოიკიდება პლაკატები „არ ჩართოთ – მუშაობს ხალხი”, რომლებიც მოიხსნება სამუშაოს დამთავრების შემდეგ პასუხისმგებელი პირის ნებართვით.
2. მოსამზადებელი სამუშაოს დამთავრების შემდეგ, გაზსაშიში სამუშაოს დაწყების წინ ტარდება ჰაერის ანალიზი ნახშირწყალბადებისა და ჟანგბადის შემცველობაზე განწეს-დაშვებაში შედეგების ჩაწერით.
3. მილსადენები, ჭურჭლები, მოწყობილობა, რომლებიც ექვემდებარება გახსნას, რემონტს ან გაწმენდას, უნდა განთავისუფლდეს გაზისაგან (კონდენსატისაგან), გამოირთოს მოქმედი მოწყობილობისა და მილსადენების სისტემიდან სტანდარტული სახშობებით (განწეს-დაშვებაზე დართული სქემის თანახმად) და გაქრევდეს ჰაერით ან ინერტული გაზით. სითხის ან საწვავი ნივთიერებების მყარი ფაზის არსებობისას ისინი წინასწარ უნდა გაირეცხოს (გაიორთქლოს).
4. თუ არ არსებობს სტანდარტული სახშობების დაყენების შესაძლებლობა, დასაშვებია გამორთვა ორი ჩამკეტი მოწყობილობის საშუალებით, მათ შორის საქრევი სანთლის მოთავსებით გამოსართავი მოწყობილობის, მილსადენის ორივე მხარეს. ამასთან უნდა დამუშავდეს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც აღინიშნება განწეს-დაშვებაში.
5. სამუშაოს ჩატარებისას აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში დასაშვებია ერთი კაცის ყოფნა. მომუშავეთა მეტი რაოდენობის ყოფნის აუცილებლობისას უნდა დამუშავდეს, შეტანილ იქნეს განწეს-დაშვებაში და განხორციელდეს უსაფრთხოების ღონისძიებები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება მეთვალყურეთა რიცხვის გაზრდა (არანაკლებ თითო მეთვალყურისა თითოეულ მომუშავეზე), მომუშავეთა ჩასვლისა და ევაკუაციის წესი, შლანგების, ასაღები მილყელების, აირწინაღების, სასიგნალო მაშველი თოკების განლაგება, კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის საშუალებათა არსებობა სამუშაოს წარმოების ადგილას. ყველა შემთხვევაში ჭაში, ბუნკერში, აკუმულატორში სამუშაოდ ჩამსვლელ მუშას უნდა ეცვას მაშველი ჟილეტი სასიგნალო–მაშველი თოკით. ქამარი, კარაბინი და სასიგნალო–მაშველი თოკი უნდა გამოიცადოს „წესების” მოთხოვნების შესაბამისად.
6. თუ არ არის მხედველობითი კავშირი მომუშავესა და მეთვალყურეს შორის, უნდა დადგინდეს პირობითი სიგნალების მიწოდების სისტემა.
7. აკუმულატორის, ჭის, ბუნკერის შიგნით სამუშაოს ჩატარებისას მეთვალყურე უნდა იმყოფებოდეს აკუმულატორის, ჭის, ბუნკერის ლიუკთან (საძრომთან) ისეთივე აღჭურვილობით, როგორც მომუშავე და უნდა ჰქონდეს მზადყოფნის მდგომარეობაში მამხოლოებელი აირწინაღი. მეთვალყურე ვალდებულია:
ა. თვალყური ადევნოს სიგნალს და მომუშავის ქცევას;
ბ. თვალყური ადევნოს აირწინაღის საჰაერო შლანგის მდგომარეობასა და ჰაერის ასაღები მოწყობილობის განლაგებას;
გ. საჭიროებისას გამოიძახოს სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი;
დ. ჩავიდეს მამხოლოებელი აირწინაღით ჭაში, ბუნკერში, აკუმულატორში დაშავებულისათვის დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციისათვის, გაზსაშიშ სამუშაოზე პასუხისმგებელი პირის წინასწარი გაფრთხილების შემდეგ. ამ შემთხვევაში მეთვალყურის ფუნქციებს ასრულებს გაზსაშიშ სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირი.
9. მუშებს აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში ჩასვლისას და ამოსვლისას არ უნდა ეკავოთ ხელში რაიმე საგანი. მუშაობისათვის საჭირო ინსტრუმენტები და მასალები უნდა მიეწოდოს აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში იმ ხერხით, რომელიც გამორიცხავს მათ დავარდნას (ჩავარდნას) და მომუშავეთა ტრავმირებას.
10. თუ აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში მომუშავის ქცევაში შეინიშნება გადახრები (უხასიათობა, მცდელობა მოიხსნას აირწინაღის ნიღაბი), აგრეთვე თუ წარმოიქმნა პირობები, რომლებიც საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხოებას, სამუშაო დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო მუშა ევაკუირებულ იქნეს.
11. აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში სამუშაოს დამთავრების შემდეგ სამუშაოს წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ლიუკის დაკეტვის წინ პირადად უნდა დარწმუნდეს, რომ მათში არ დარჩა ხალხი, გარეშე საგნები, იარაღები და მასალები, რის შესახებაც აკეთებს ჩანაწერებს განწეს-დაშვებაში. სამუშაოთა წარმოების დროს ღია ლიუკები უნდა შემოიღობოს, ხოლო ღამით განათდეს კიდეც.
12. აკრძალულია გაზის აკუმულატორის ბუნკერში განლაგებული გაზსადენების სარემონტო სამუშაოების ჩატარება აკუმულატორში გაზის არსებობისას.
13. აკრძალულია მილტუჩა შეერთებების რემონტი და ჩობლების დაჭერა თუ ისინი წნევის ქვეშაა.
14. აკრძალულია აფეთქებასაფრთხიან სათავსებში გაზსაშიში სამუშაოს ჩატარება სხვა სარემონტო ან გამართვით სამუშაოებთან ერთა