1. ტერიტორია, რომელზეც განლაგებულია გარე ტექნოლოგიური დანადგარები (გაზსავსები სვეტების გარდა) უნდა შემოიღობოს. შესვლა შემოღობილ ტერიტორიაზე გარეშე პირთათვის აკრძალულია.
2. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში გასასვლელები თავისუფალი უნდა იყოს მოძრაობისათვის. ტერიტორიაზე უნდა იყოს უსაფრთხოებისა და საგზაო მოძრაობის ნიშნები (დასაშვები სიჩქარე, მოძრაობის მიმართულება და სხვა).
3. მიწისქვეშა ნაგებობებს და კაბელებს უნდა ჰქონდეს საცნობი ნიშნები მათი მდებარეობის დასადგენად.
4. ტერიტორიაზე, გარდა ტექნოლოგიური რეგლამენტითა და ინსტრუქციებით განსაზღვრული ადგილებისა, აკრძალულია ღია ცეცხლის გამოყენება და თამბაქოს მოწევა.
5. ამწეების ექსპლუატაცია ხორციელდება ტექზედამხედველობის მიერ დამტკიცებული „წესების” და დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად.
6. სატუმბო დანადგარების ექსპლუატაცია ხორციელდება დამამზადებელი ქარხნისა და გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში დამუშავებული საწარმოო ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად.
7. ჩამკეტ, მცველ და მარეგულირებელ არმატურაზე, აგრეთვე ტექნოლოგიურ მოწყობილობაზე დაიტანება მოუცილებელი საღებავით (უკეთდება საჭდე) ის ნომრები, რომლებიც შეესაბამება გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ტექნოლოგიურ სქემაზე მითითებულს. მცველი სარქვლები იპლომბება.
8. 1,75 მ-ზე მეტ სიმაღლეზე განლაგებული იმ მოწყობილობის, ჩამკეტი არმატურის, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისათვის, რომლებიც მოითხოვს მუდმივ მომსახურებას, ეწყობა კიბეები ბაქნებითა და სახელურებით. პერიოდული მომსახურებისათვის (სანათების შეცვლა და სხვა) დასაშვებია გადასატანი კიბეების გამოყენება.
9. ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობებისა და მოწყობილობის ელვისაგან დაცვა უნდა აკმაყოფილებდეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებ