1. მოწყობილობის დათვალიერებისა და საწარმოო სათავსების მდგომარეობის შემოწმების პერიოდულობას განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობა, ამასთან:

ა. მოწყობილობის, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიკისა და მცველი მოწყობილობის დათვალიერება, აგრეთვე სახანძრო ტექნიკის, ხანძარსაქრობი საშუალებების წესივრულობა და სავენტილაციო სისტემების მუშაობის უნარის შემოწმება წარმოებს მომსახურე პერსონალის მიერ ცვლაში ერთხელ მაინც;

ბ. სამუშაო ზონის ჰაერი, ხმაურის დონე, ვიბრაციის შესაბამისობა ჰიგიენურ ნორმასთან და მოწყობილობის ვიბრაცია მოწმდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს სამსახურის ან სპეციალიზებული საწარმოების მიერ წელიწადში ერთხელ მაინც;

გ. აფეთქებადაცული და სხვა ელექტრომოწყობილობის შემოწმება ტარდება დამამზადებელი საწარმოს ტექნიკური დოკუმენტაციით და „მომხმარებელთა ელექტროდანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით” დადგენილ ვადებში;

დ. საავარიო და სათადარიგო ვენტილატორების ავტომატური ჩართვის (გამორთვის), მოწყობილობის ავარიულად გამორთვის, აგრეთვე, გაზის კონცენტრაციის მომატებისა და სათავსებში ხანძრის მაუწყებელი შუქური და ბგერითი სიგნალიზაციის შემოწმება წარმოებს სწავლებაგავლილი პერსონალის მიერ. შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრება გეგმიან-მაფრთხილებელი რემონტის გრაფიკით, მაგრამ უნდა ტარდებოდეს ხუთ დღეში ერთხელ მაინც;

ე. საავარიო ვენტილატორები უნდა ჩაირთოს, თუ გაზის კონცენტრაცია ჰაერში მიაღწევს აალების ქვედა ზღვრის 10 %-ს;

ვ. მოწყობილობა ავარიულად უნდა გამოირთოს თუ გაზის კონცენტრაცია ჰაერში მიაღწევს აალების ქვედა ზღვრის 20 %-ს;

ზ. ყველა შემოწმების შედეგი ფორმდება სათანადო აქტით ან ჩანაწერით სპეციალურ ჟურნალში;

თ. ცვლაში ერთხელ მაინც წარმოებს ყველა სათავსის შემოწმება დაგაზიანებაზე გადასატანი გაზანალიზატორებით.

2. აკრძალულია გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მუშაობა, თუ:

ა. სათავსები დაგაზიანებულია დასაშვებ კონცენტრაციაზე მეტად;

ბ. არ მუშაობს ბუნებრივი გაზის ავტომატური სიგნალიზატორები (გაზანალიზატორები);

გ. უწესივროა ან გამორთულია სახანძრო მოწყობილობა;

დ. უწესივროა ან გამორთულია ავტომატური ბლოკირების სისტემები;

ე. მოწყობილობის, საკომპრესორო დანადგარების ვიბრაციის დონე აღემატება დასაშვებ სიდიდეს.

3. მუშაობის დროს მუშები უნდა სარგებლობდნენ დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, აგრეთვე მათთვის დადგენილი სპეცტანსაცმლითა და სპეცფეხსაცმლით.

4. ყველა საწარმოო სათავსი და გარე ტექნოლოგიური დანადგარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახანძრო ტექნიკით და ხანძარქრობის პირველადი საშუალებები