1. გაზსადენებისა და არმატურის გარე დათვალიერებისას სრულდება სამუშაოთა შემდეგი კომპლექსი:

ა. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე განლაგებული ჭებისა და სხვა მიწისქვეშა ნაგებობების შემოწმება დაგაზიანებაზე;

ბ. ჭების ლიუკების, საჩვენებელი ნიშნების რეპერების მდგომარეობის შემოწმება და მათი გაწმენდა ტალახის, თოვლის, ყინულისაგან და ა.შ.;

გ. გარეშე საწარმოების მიერ გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე სამუშაოს მიმდინარეობის შემოწმება, გაზსადენებისა და მოწყობილობის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით;

დ. დაკვირვება გაზსადენებისა და მათი დეტალების, შენადუღი ნაკერების, ჩობლიანი შემჭიდროვებებისა და მილტუჩა შეერთებების (სამაგრის ჩათვლით), ანტიკოროზიული დაცვისა და იზოლაციის, სადრენაჟო მოწყობილობის, საყრდენი კონსტრუქციების მდგომარეობის შემოწმება. 5 მ-მდე სიმაღლეზე განლაგებული გაზსადენების დათვალიერება დასაშვებია მიწის დონიდან;

ე. მოწყობილობის მუშაობის დადგენილ ტექნოლოგიურ რეჟიმთან საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების ჩვენებების შესაბამისობის შემოწმება.

2. ტექნოლოგიური გაზსადენებისა და მათი დეტალების გარე დათვალიერება ტარდება დღე-ღამეში ერთხელ მაინც. გარდა ამისა, თვეში ერთხელ მაინც ტარდება მილტუჩა და კუთხვილიანი, აგრეთვე, ჩობლიანი შეერთებების ჰერმეტულობის შემოწმება საპნის ემულსიით.

3. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე განლაგებული მიწისქვეშა ნაგებობების ჭები დაგაზიანებაზე მოწმდება გადასატანი გაზანალიზატორებით ორ დღეში ერთხელ მაინც. ჭებში და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში დაგაზიანების შემოწმებისას მათში ჩასვლა აკრძალულია. ჭებსა და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში გაზის აღმოჩენისას მიღებული უნდა იქნეს ავარიის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის გეგმით გათვალისწინებული ზომები.

4. გაზსადენების იმ საყრდენებისა და სამაგრების დათვალიერება, რომლებიც განიცდიან ვიბრაციის ზემოქმედებას, აგრეთვე, გაზსადენების ესტაკადების საძირკვლებისა და საყრდენების დათვალიერება წარმოებს ყოველდღე.

5. გაზსადენებისა და მათი დეტალების (საყრდენები, სამაგრები და სხვა) დათვალიერების, აგრეთვე, დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოთა შედეგები ფიქსირდება საექსპლუატაციო ჟურნალში.

6. თუ გაზსადენებისა და მათი დეტალების, აგრეთვე, რეგულირების კვანძებისა და მოწყობილობის დათვალიერებისას გამოვლინდა უწესივრობები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ხალხს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გაზის მიწოდება გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში და მიღებული იქნეს ავარიის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის გეგმით გათვალისწინებული ზომები. გაზის გაჟონვა, აგრეთვე, წნევის თვითნებური მომატება ან შემცირება რედუცირების კვანძის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთო