1. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურებში წნევაზე მომუშავე ჭურჭლების (გაზის აკუმულატორები, გასაქრევი ტევადობები, ადსორბერები, სეპარატორები, ფილტრები, ტენზეთგამომყოფები და სხვა) ექსპლუატაცია წარმოებს „წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების” შესაბამისად.

2. საწარმოს ბრძანებით ხელმძღვანელების ან სპეციალისტებისაგან ინიშნება წნევაზე მომუშავე ჭურჭლების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი და ჭურჭლების წესივრულ მდგომარეობასა და უსაფრთხო მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი.

3. ექსპლუატაციაში ჩართულ წნევაზე მომუშავე თითოეულ ჭურჭელთან, თვალსაჩინო ადგილას, აღნიშნული უნდა იყოს:

ა. სარეგისტრაციო ნომერი;

ბ. დასაშვები წნევა;

გ. შიგა დათვალიერებისა და ჰიდრავლიკური შემოწმების შემდეგი ვადა (თვე და წელი).

4. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მომსახურებაზე დაიშვებიან არანაკლებ 18 წლის პირები, რომელთაც გაიარეს საწარმოო სწავლება, გავლილი აქვთ სამედიცინო შემოწმება, ჭურჭლების უსაფრთხო მომსახურების ინსტრუქტაჟი, ჩააბარეს გამოცდები, მათ შორის შრომის უსაფრთხოების საკითხებში.

5. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურებში სამუშაო ადგილებთან უნდა გამოიკრას და დაურიგდეს ხელმოწერით მომსახურე პერსონალს მთავარი ინჟინრის მიერ დამტკიცებული ჭურჭლების რეჟიმებისა და უსაფრთხო მომსახურების ინსტრუქციები. ინსტრუქციები უნდა ითვალისწინებდეს არმატურის, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისა და მცველი მოწყობილობის მოქმედების წესივრულობის შემოწმებას შემდეგ ვადებში:

ა. ჩამკეტი არმატურის (სამუშაო პირობებში) – სამ თვეში ერთხელ მაინც;

ბ. საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების (ნულზე შემოწმებით) – ყოველთვიურად;

გ. მანომეტრების (საკონტროლო მანომეტრით) – ექვს თვეში ერთხელ მაინც;

დ. მცველი სარქვლების დარეგულირების – ექვს თვეში ერთხელ მაინც.

6. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების რემონტი, გაწმენდა, ტექნიკური შემოწმება და სხვა მსგავსი სამუშაოები სრულდება გაზსაშიშ სამუშაოებზე განწეს-დაშვებებით.

7. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მომსახურე პერსონალი ვალდებულია შეაჩეროს ჭურჭლების მუშაობა მათი მუშაობის რეჟიმისა და უსაფრთხო მომსახურების ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის:

ა. ჭურჭელში დასაშვებზე მეტად წნევის მომატებისას, მიუხედავად ინსტრუქციებში მითითებული ყველა მოთხოვნის შესრულებისა;

ბ. მცველი სარქვლების უწესივრობისას;

გ. ჭურჭლის ძირითად ელემენტებში ბზარების, ამობურცვების, კედლების მნიშვნელოვანი გათხელების, შენადუღ ნაკერებში გამოტოვებული ადგილებისა და შენამვის, მოქლონურ შეერთებებში გამოდინების, შუასადებების გაწყვეტის გამოვლენისას;

დ. ხანძრის შემთხვევაში;

ე. მანომეტრის უწესივრობისას, თუ შეუძლებელია ჭურჭელში წნევის განსაზღვრა სხვა ხელსაწყოებით;

ვ. სახურავებისა და ლიუკების სამაგრი დეტალების არასრული რაოდენობის ან უწესივრობის შემთხვევაში;

ზ. სითხის დონის მაჩვენებლის უწესივრობისას;

თ. მაბლოკირებელი მცველი მოწყობილობის უწესივრობისას;

ი. პროექტით გათვალისწინებული საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისა და ავტომატიკის საშუალებათა უწესივრობისას (არარსებობისას);

8. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ადმინისტრაციას წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე უნდა ჰქონდეს საექსპლუატაციო დოკუმენტაცია (დადგმის პროექტი, ჭურჭლების, არმატურის, მცველი მოწყობილობისა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების პასპორტები, პროფილაქტიკური რემონტების ჟურნალი და სხვა