1. მემანქანე ვალდებულია არ დაელოდოს ავტომატური დაცვის ამოქმედებას და დაუყოვნებლივ გააჩეროს საკომპრესორო დანადგარი, თუ:
ა. მანომეტრი შეკუმშვის ნებისმიერ საფეხურზე, აგრეთვე, დაჭირხნის ხაზზე აჩვენებს დასაშვებზე მეტ წნევას;
ბ. მოძრაობის მექანიზმის შეზეთვის სისტემის მანომეტრი აჩვენებს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციაში მითითებულზე ნაკლებ წნევას;
გ. გაიზარდა ან შემცირდა გაზის წნევა დადგენილთან შედარებით შეწოვის ხაზზე;
დ. შეწყდა მაცივებელი სითხის მიწოდება ან გამოვლინდა გაცივების სისტემის უწესივრობა;
ე. შეწყდა ჰაერის ჩაბერვა ელექტროძრავაში, აგრეთვე ჰაერის მიწოდება გაზის გაცივებაზე (თუ არის გაზის ჰაერით გაცივების სისტემა);
ვ. საკომპრესორო დანადგარში და ძრავაში ადგილი აქვს კაკუნს, დარტყმებს ან გამოვლინდა უწესივრობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ავარია;
ზ. შეკუმშული გაზის ტემპერატურა ნორმაზე მეტია;
თ. ხელსაწყოები საკომპრესორო დანადგარის ფარზე აჩვენებს ელექტროძრავას გადამეტტვირთვას;
ი. გამოვიდა მწყობრიდან საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, აგრეთვე ავტომატური დაცვის საშუალებები;
კ. საკომპრესორო დანადგარზე ან ელექტროძრავაზე გაჩნდა ტრუსის სუნი ან ბოლი;
ლ. საგრძნობლად გაიზარდა საკომპრესორო დანადგარის ვიბრაცია;
მ. საძირკველზე გამოვლინდა საშიში ბზარები;
ნ. სათავსში არ არის განათება;
ო. გაჩნდა ხანძარი;
პ. დაირღვა შემამჭიდროვებლების ჰერმეტიზაცია და გაზი ხვდება სათავსში.
2. საკომპრესორო დანადგარის გაჩერება წარმოებს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად.
3. გაცივების შეწყვეტის გამო კომპრესორის გაჩერებისას აკრძალულია მაცივებელი სითხის მიწოდება საკომპრესორო დანადგარზე მის სრულ გაცივებამდე არამუშა მდგომარეობაშ