1. საკომპრესორო საამქროს მემანქანე ვალდებულია არ დაელოდოს ავტომატური დაცვის ამოქმედებას და გააჩეროს გაზის საშრობი დანადგარის მუშაობა, თუ:

ა. გამომშრალი გაზის ტემპერატურა აღემატება 50
0
c-ს;

ბ. წნევათა სხვაობა ფილტრებზე, სეპარატორებსა და ადსორბერებზე აღემატება დასაშვებ სიდიდეს;

გ. ელექტროშემათბობლებისა და ადსორბერების კედლების ტემპერატურა აღემატება დასაშვებ სიდიდეს;

დ. მწყობრიდან გამოვიდა საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, აგრეთვე, ავტომატური დაცვის საშუალებები;

ე. ადგილი აქვს დაგაზიანებას;

ვ. არ არის განათება;

ზ. გაჩნდა ხანძარი;

თ. შეუძლებელია ხელით აღმოიფხვრას მიზეზები, რომელთა გამოც გამომშრალი გაზის ნამის წერტილის ტემპერატურა და რეგენერაციის გაზის წნევა აღემატება დასაშვებ სიდიდეებს, ხოლო რეგენერაციის გაზის ხარჯი ნაკლებია დასაშვებზე.

2. გაზის საშრობი დანადგარის გასაჩერებლად საჭიროა შესრულდეს შემდეგი ოპერაციები:

ა. დანადგარის შესავალზე და გამოსავალზე დაიკეტოს ჩამკეტი მოწყობილობა (ავტომატურად, დისტანციურად, ხელით);

ბ. გაიხსნას სეპარატორების, ტენზეთგამომყოფების, მტვერდამჭერების დრენირების ჩამკეტი მოწყობილობა (ავტომატურად, დისტანციურად, ხელით);

გ. გამოიშვას გაზი ადსორბერებიდან ატმოსფეროში გამქრევი სანთლის მეშვეობით;

დ. გამოირთოს ადსორბერის რეგენერაციის სისტემის გამახურებლები (ავტომატურად, დისტანციურად, ხელით);

ე. დაიკეტოს მაცივებელი სითხის მიმყვან მილსადენებზე ჩამკეტი მოწყობილობა.

3. თუ ექსპლუატაციის პროცესში გამოვლინდა უწესივრობა და გაუმართაობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ხალხს, გაზის საშრობი დანადგარი დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს.

თავი X. ავტოტრანსპორტის გაწყო