1. ავტოტრანსპორტის გაწყობა შესაძლებელია როგორც ავტომატურად (დისტანციურად) მართვის პულტიდან (საოპერატოროდან), ასევე ხელით, გაზსავსებ სვეტზე დაყენებული ჩამკეტი მოწყობილობის საშუალებით.

2. ავტოტრანსპორტის ხელით გაწყობისას საჭიროა:

ა. დავრწმუნდეთ, რომ გაზსავსებ სვეტზე დაყენებული ჩამკეტი მოწყობილობა დაკეტილია, ხოლო გამქრევ სანთელზე – ღიაა. თუ სვეტს აქვს სამსვლიანი ონკანი, იგი დაყენებული უნდა იყოს „გადაგდების” მდგომარეობაში;

ბ. დავკეტოთ სანთელზე დაყენებული ჩამკეტი მოწყობილობა. თუ სვეტს აქვს სამსვლიანი ონკანი, იგი დაყენებულ იქნეს „დაკეტვის” მდგომარეობაში. დავრწმუნდეთ, რომ გაზგასაწყობ სვეტზე დაყენებული მანომეტრი უჩვენებს ნულს;

გ. მივუერთოთ გაზგასაწყობი სვეტის შლანგის გასაწყობი თავი ავტოტრანსპორტის გაზბალონიანი დანადგარის ვენტილს და გავაღოთ ვენტილი;

დ. შევამოწმოთ ნარჩენი წნევა ავტოტრანსპორტის გაზბალონიან დანადგარში (თუ არ არის გაზის რაოდენობის მრიცხველი), გავაღოთ გაზსავსებ სვეტზე დაყენებული ჩამკეტი მოწყობილობა. სამსვლიანი ონკანი უნდა იყოს „ღია” მდგომარეობაში;

ე. ავტოტრანსპორტის გაწყობის შემდეგ დავრწმუნდეთ, რომ გაზსავსებ სვეტსა და ავტოტრანსპორტის გაზსადენიან დანადგარში წნევა არ აღემატება 20 მეგპა (200 კგძ/სმ2)-ს, ჩავკეტოთ ვენტილი ავტოტრანსპორტის გაზბალონიან დანადგარზე და ჩამკეტი მოწყობილობა გაზსადენ სვეტზე, გავაღოთ ვენტილი სანთელზე (სამსვლიანი ონკანი უნდა იყოს „გადაგდების” მდგომარეობაში);

ვ. დავრწმუნდეთ, რომ მანომეტრზე წნევა ნულის ტოლია და გამოვრთოთ შლანგი ავტოტრანსპორტის გაზბალონიანი დანადგარიდან.

3. ავტოტრანსპორტის ავტომატური (დისტანციური) გაწყობისას საჭიროა:

ა. შევამოწმოთ გაზსავსებ სვეტზე დაყენებული ჩამკეტი არმატურის მდგომარეობა (ღია უნდა იყოს მიწოდების ვენტილი, სანთელზე დაყენებული დროსელი და ვენტილი, ხოლო სამსვლიანი ონკანი უნდა იყოს „გადაგდების” მდგომარეობაში);

ბ. ჩავკეტოთ სანთელზე დაყენებული ვენტილი ან გადავიყვანოთ სამსვლიანი ონკანი „გაღებულ” მდგომარეობაში;

გ. დავრწმუნდეთ, რომ გაზსადენის სვეტზე მანომეტრი უჩვენებს ნულს;

დ. მივუერთოთ გაზსავსები სვეტის გასაწყობი შლანგის თავი ავტოტრანსპორტის გაზბალონიანი დანადგარის ვენტილს, გავხსნათ გაზბალონიანი დანადგარის ვენტილი;

ე. მართვის პულტზე შუქური სიგნალების საშუალებით დავრწმუნდეთ, რომ გაზსავსებ სვეტზე მიმყვანი გაზსადენების ჩამკეტი არმატურა არის გაწყობისათვის საჭირო მდგომარეობაში;

ვ. თუ არ არის გასაწყობად მიწოდებული გაზის რაოდენობის მრიცხველი, შევამოწმოთ ნარჩენი წნევა ავტოტრანსპორტის გაზბალონიან დანადგარში (გაწყობის მართვის პულტზე დაყენებული მანომეტრით);

ზ. დავრწმუნდეთ, რომ ავტოტრანსპორტის გასაწყობ ბოქსში არ იმყოფებიან გარეშე პირები;

თ. განვახორციელოთ ავტოტრანსპორტის გაწყობა მართვის პულტზე განლაგებული მართვის გასაღებების გადართვით ან ღილაკებზე დაჭერით.

4. ავტოტრანსპორტის გაწყობის შემდეგ საჭიროა:

ა. ჩავკეტოთ ვენტილი ავტოტრანსპორტის გაზბალონიან დანადგარზე;

ბ. მართვის პულტზე განლაგებული მართვის გასაღებების გადართვით ან ღილაკებზე დაჭერით დავაყენოთ ჩამკეტი არმატურა გაზსავსებ სვეტზე მიმყვან გაზსადენზე გაწყობისათვის საჭირო მდგომარეობაში;

გ. გავხსნათ სანთელზე დაყენებული ვენტილი. თუ არის სამსვლიანი ონკანი გადავიყვანოთ „გადაგდების” მდგომარეობაში;

დ. დავრწმუნდეთ (მანომეტრით) წნევის არარსებობაში გაზსავსებ სვეტზე;

ე. მოვხსნათ გასაწყობი თავი შლანგიანად ავტოტრანსპორტის გაზბალონიანი დანადგარიდა