1. გაზის საშრობი დანადგარის მუშაობისას საკომპრესორო დანადგარის მემანქანე ვალდებულია საჭიროების მიხედვით განახორციელოს სეპარატორებისა და ტენზეთგამომყოფების გაქრევა ხელით, აკონტროლოს შეერთებების ჰერმეტულობა, იქონიოს დანადგარი სუფთად, თვალყური ადევნოს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების ჩვენებებს და დააფიქსიროს ჟურნალში ცვლაში ერთხელ მაინც:
ა. გაზის წნევა ადსორბერში;
ბ. გაზის ტემპერატურა ადსორბერის შემდეგ;
გ. გაზის ტემპერატურა ელექტროშემათბობლების შემდეგ;
დ. რეგენერაციის გაზის ტემპერატურა და წნევა მისი გაცივების შემდეგ;
ე. რეგენერაციის გაზის ხარჯი;
ვ. რეგენერაციის გაზის მაცივებელი გარემოს ტემპერატურა;
ზ. გამომშრალი გაზის ნამის წერტილი;
თ. წნევათა სხვაობა ადსორბერებზე, სეპარატორებსა და ფილტრებზე;
ი. გაზის ელექტროშემათბობლებისა და ადსორბერების ზედაპირების მახურებლების ძაბვა და დენის ძალა;
კ. კონდენსატის დონე სეპარატორებში, თუ ისინი აღჭურვილია დონის მაჩვენებლებით;
2. აკრძალულია გაზის საშრობი დანადგარის ამუშავება უწესივრო ავტომატური დაცვის საშუალებებით.
3. აკრძალულია წნევის ქვეშ მყოფი ჭანჭიკიანი შეერთებების მოჭერა.
4. ხანგრძლივი (სამ დღე-ღამეზე მეტი) გაჩერების შემდეგ ამუშავების წინ გაზის საშრობი დანადგარი უნდა გაქრევდეს ბუნებრივი გაზი