1. საკომპრესორო დანადგრის ამიშავების წინ საჭიროა:

ა. შემოწმდეს ზეთის დონე საკომპრესორო დანადგარის ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ყველა უბანზე და საჭიროებისას დაემატოს ზეთი.

ბ. შემოწმდეს ყველა ვენტილი და მოყვანილი იქნეს ისეთ მდგომარეობაში, როგორსაც ითვალისწინებს ტექნიკური დოკუმენტაცია;

გ. თუ საკომპრესორო დანადგარის ამუშავება ხდება ხანგრძლივი (სამ დღეზე მეტი) გაჩერების შემდეგ, ან რეზერვიდან, წინა პუნქტში მითითებული მოთხოვნების გარდა უნდა დაკმაყოფილდეს ყველა დამატებითი მოთხოვნა, რომლებსაც ითვალიწინებს ამ შემთხვევისთვის საკომპრესორო დანადგარის ტექნიკური დოკუმენტაცია.

2. საკომპრესორო დანადგარის ამუშავება ხორციელდება დადგენილი წესით დამტკიცებული საკომპრესორო დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

3. საკომპრესორო დანადგარის ამუშავების შემდეგ საჭიროა:

ა. შემოწმდეს ზეთის წნევა (თუ დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ტემპერატურაც) შეზეთვის სისტემაში. თუ 30 წმ-ის განმავლობაში ზეთის წნევა არ მიაღწევს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციაში რეკომენდირებულ სიდიდეს და არ ამოქმედდება ბლოკირების ავტომატური სისტემა, საკომპრესორო დანადგარი დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს და აღმოიფხვრას უწესივრობები;

ბ. მოსმენილ იქნას კომპრესორის მუშაობა. თუ ადგილი აქვს ნორმალური მუშაობისთვის არადამახასიათებელ კაკუნს და ბგერებს, გამოირთოს საკომპრესორო დანადგარი და აღმოიფხვრას უწესრივრობები;

გ. შემოწმდეს გაზის წნევა შეკუმშვის საფეხურების მიხედვით. წნევის სიდიდეები უნდა შეესაბამებოდეს საპასპორტო მონაცემებს.

4. დათვალიერების ან რემონტისთვის გაზის გარემოში თუნდაც ერთი კვანძის გახსნის შემთხვევაში, საკომპრესორო დანადგარი ამუშავების წინ უნდა გაქრევდეს დამამზადებელი ქარხნის მიერ რეკომენდებული ხერხით.

5. აკრძალულია საკომპრესორო დანადგარის ამუშავება, თუ უსაფრთხოების ავტომატიკა (ბლოკირების და სიგნალიზაციის საშუალებები) არაა წესრიგში.

6. გარდა ამ მუხლის წინა პუნქტებში მოყვანილი მოთხოვნებისა დაცული უნდა იქნეს ყველა დამატებითი მოთხოვნა, რომლებიც გათვალისწინებულია კონკრეტული ტიპის საკომპრესორო დანადგარის ტექნიკური დოკუმენტაციი