1. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში ექსპლუატაციაში მყოფი და ტექზედამხედველობაში რეგისტრირებული წნევაზე მომუშავე ჭურჭლები ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას ტექზედამხედველობის წარმომადგენლის მონაწილეობით შემდეგ ვადებში:

ა. შიგა დათვალიერება – ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც;

ბ. ჰიდრავლიკური გამოცდა წინასწარი შიგა დათვალიერებით – რვა წელიწადში ერთხელ მაინც.

2. გაზის წნევაზე მომუშავე ჭურჭლები გახსნის შემდეგ ექვემდებარება ჰერმეტულობაზე გამოცდას ჰაერით ან ინერტული აირით სამუშაოდ გათვალისწინებული წნევით. თუ ჭურჭლის კონსტრუქციული თავისებურებების გამო შეუძლებელია ჭურჭლის შიგა დათვალიერება, უკანასკნელის ნაცვლად ტარდება ჰიდრავლიკური გამოცდა საცდელი წნევით და მისაწვდომი ადგილების დათვალიერება. საცდელი წნევა მითითებულია ჭურჭლის პასპორტში.

3. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჭურჭლები ექვემდებარება ვადამდელ ტექნიკურ შემოწმებას:

ა. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების რეკონსტრუქციისა და შედუღების ან რჩილვის გამოყენებით ჭურჭლის ცალკეული ნაწილების რემონტის შემდეგ;

ბ. თუ ჭურჭელი ამუშავებამდე უმოქმედოდ იყო ერთ წელზე მეტ ხანს;

გ. თუ ჭურჭელი დემონტირებული და დაყენებული იქნა ახალ ადგილას;

დ. საწარმოს მიერ ჭურჭლის კედლებზე დამცავი საფარის მოწყობისას;

ე. თუ ასეთ შემოწმებას საჭიროდ თვლის ტექზედამხედველობის წარმომადგენელი, წნევაზე მომუშავე ჭურჭლების ზედამხედველობაზე ან წესივრულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირი.

4. ჭურჭლის ზემოაღნიშნულ ტექნიკურ შემოწმებას ატარებს ტექზედამხედველობის წარმომადგენელი საწარმოს ძალებით გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ჭურჭლების წესივრულ მდგომარეობასა და უსაფრთხო მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით.

5. საწარმომ უნდა ჩაატაროს:

ა. ყველა ჭურჭლის (რეგისტრირებულის და არარეგისტრირებადის) შიგა დათვალიერება ორ წელიწადში ერთხელ მაინც;

ბ. ყველა ჭურჭლის პერიოდული დათვალიერება სამუშაო მდგომარეობაში;

გ. ჰიდრავლიკური გამოცდები ჭურჭლების წინასწარი შიგა დათვალიერებით რვა წელიწადში ერთხელ მაინც (ჭურჭლებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას ტექზედამხედველობაში);

დ. არარეგისტრირებადი ჭურჭლების ვადამდელი შემოწმება.

6. ჭურჭლის ტექნიკურ შემოწმებას ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ატარებს ჭურჭლების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი ჭურჭლების წესივრულობასა და უსაფრთხო მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით.

7. ჭურჭლის შიგა დათვალიერებისას გამოვლენილი დეფექტები უნდა აღმოიფხვრას. შემოწმების შედეგები და შემდეგი შემოწმების ვადები ჭურჭლის პასპორტში შეაქვს ტექნიკური შემოწმების ჩამტარებელ პირს.

8 ექსპლუატაციაში ჩართული ჭურჭლის ტექნიკური შემოწმება წარმოებს მთავარი ინჟინრის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, რომელშიც შემოწმების ვადები არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებელი ქარხნების პასპორტებში მითითებულს.

9. ტექზედამხედველობას უფლება აქვს გააგრძელოს ჭურჭლის ტექნიკური შემოწმების ვადა არა უმეტეს სამი თვით. საწარმოს მთავარ ინჟინერს შეუძლია იმ ჭურჭლის ტექნიკური შემოწმების არა უმეტეს სამი თვით ვადის გაგრძელება, რომლებიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას ტექზედამხედველობაში.

10. თუ ჭურჭლის ტექნიკური შემოწმებისას გამოვლინდა ისეთი დეფექტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჭურჭლის საიმედო და უსაფრთხო მუშაობას, აგრეთვე, გაუვიდა ტექნიკური შემოწმების ვადა, მისი მუშაობა უნდა აიკრძალოს და გაკეთდეს ჩანაწერი ჭურჭლის პასპორტში აკრძალვის მიზეზის მითითები