1. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურთან გაზის მიმყვანი გაზსადენების ექსპლუატაცია ხორციელდება გაზის მეურნეობასა და/ან მაგისტრალურ გაზსადენებზე მოქმედი უსაფრთხოების წესების მოთხოვნების შესაბამისად.
2. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის გაზსადენების ტექნიკური მომსახურება ტარდება მთავარი ინჟინრის (ტექნიკური დირექტორის) მიერ დამტკიცებული გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში.
3. მილტუჩა შეერთებების აწყობისას ჭანჭიკიანი შეერთებების ყველა ქანჩი მოჭერილ უნდა იქნეს თანდათანობით „ჯვარედულად”.
4. გაზსადენზე დაყენებული სახშობები უნდა შეესაბამებოდეს გაზის მაქსიმალურ წნევას და ჰქონდეს ბოლოები, რომლებიც გადმოდის მილტუჩებიდან. ბოლოებზე ამოიტვიფრება დამღა (დაიტანება მოუცილებელი საღებავით) გაზის წნევისა და გაზსადენის დიამეტრის მითითებით.
5. აკრძალულია მილტუჩა ან ქუროიანი შეერთებების სამაგრი დეტალების მოჭერა, თუ გაზსადენი წნევის ქვეშაა. წნევის მოხსნა (შემცირება) ან მომატება უნდა მოხდეს თანდათანობით დადგენილი რეგლამენტის მიხედვით. აკრძალულია წნევის ქვეშ მყოფ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
6. აკრძალულია ჩობლის სატენის სისქის შემცირება მისი დაჩეხვით (დაპობით).
7. აკრძალულია არმატურის დაკეტვის ან გაღებისას რაიმე დამატებითი ბერკეტის გამოყენება.
8. ჩობლის ჭანჭიკებისა და სარჭების დაჭერა სატენის შემჭიდროვებისას უნდა წარმოებდეს თანაბრად.
9. ყინულის ან ჰიდრატის საცობების ლიკვიდაცია გაზსადენებზე უნდა წარმოებდეს მათი გახურებით, ორთქლის ან ცხელი წყლის გამოყენებით, გაზსადენში წნევის ატმოსფერულ სიდიდემდე შემცირების შემდეგ. დასაშვებია ამ მიზნით მეთანოლის გამოყენება უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვით.
10. ტექნოლოგიური გაზსადენებისა და არმატურის ექსპლუატაციისას სრულდება შემდეგი სამუშაოები:
ა. გარე დათვალიერება;
ბ. რევიზია;
გ. პერიოდული გამოცდებ