1. ძირითადი და დამხმარე მოწყობილობის საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების კაპიტალური რემონტი ტარდება აუცილებლობიდან გამომდინარე. რემონტის მოცულობა დგინდება მოწყობილობის ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით ტექნიკური მომსახურებისა და სისტემების ფუნქციონირების კონტროლის, აგრეთვე, მტყუნებებისა და უწესივრობების ანალიზის საფუძველზე.

2. კაპიტალური რემონტის შემდეგ ექსპლუატაციაში შეყვანის წინ სისტემები უნდა გამოიცადოს რემონტის შემსრულებელი ორგანიზაციის მეთოდიკებისა და პროგრამების მიხედვით, რომლებიც შეთანხმებულია დადგენილი წესით.

3. კაპიტალური რემონტის შედეგები ფორმდება აქტებით.

თავი XII. დამხმარე მოწყობილო