1. საწარმოს (ორგანიზაციის) გაზის მეურნეობა – საწარმოს (ორგანიზაციის) ტერიტორიაზე განლაგებული გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემა.
2. გაზმოწყობილობა – მარეგულირებელი, ჩამკეტი, მცველი არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიზაციის საშუალებები, სანთურები, აგრეთვე, გაზის ხელსაწყოები და აპარატები, რომლებშიც გაზი გამოიყენება საწვავად ორთქლისა და ცხელი წყლის მისაღებად, საკვების მოსამზადებლად და გათბობისათვის, აგრეთვე, ტექნოლოგიურ ნედლეულად.
3. გაზის მეურნეობაზე პასუხისმგებელი პირი – საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული თანამდებობის პირი (სპეციალისტი), რომელიც პასუხისმგებელია გაზის მეურნეობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.
4. გაზსადენი – მილსადენი გაზის ტრანსპორტირებისათვის.
5. ბუნებრივი გაზი (აირი) – საწვავი ნახშირწყალბადების (ძირითადად მეთანი – СН
4
) და არასაწვავი გაზების ნარევი, რომელიც მოიპოვება მიწის წიაღიდან, მომზადებულია შორეული ტრანსპორტირებისათვის, გამოიყენება საწვავად ან ნედლეულად და აქვს თბოუნარიანობა 31,8 მეგჯ/მ3 (7600 კკალ/მ3) მაინც.
6. მაგისტრალური გაზსადენი – გაზსადენი გაზის შორეული ტრანსპორტირებისათვის მოპოვების ადგილიდან მოხმარების პუნქტამდე.
7. გაზსაშიში სამუშაო – სამუშაო, რომელიც ტარდება დაგაზიანებულ გარემოში ან რომლის წარმოებისას შესაძლებელია გარემოს დაგაზიანება.
8. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაო – სამუშაო ღია ცეცხლის გამოყენებით, ნაპერწკალწარმოქმნით, ნაგებობების, მოწყობილობის, ინსტრუმენტების, მასალების გახურებით გაზჰაერის ნარევის აალების (თვითაალების) ტემპერატურამდე, როცა შესაძლებელია ასეთი ნარევის გაჩენა საშიში კონცენტრაციით ამ სამუშაოების ზემოქმედების ზონაში.
9. გაზსადენის კოროზიისაგან დაცვა – ღონისძიებათა კომპლექსი მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენის დასაცავად ნიადაგისა და მოხეტიალე დენების კოროზიული ზემოქმედებისაგან.
10. გაზსადენის იზოლაცია (პასიური დაცვა) – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენის ანტიკოროზიული საფარი, რომელიც გამორიცხავს ნიადაგთან მილის ლითონის შეხებას.
11. გაზსადენის ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვა – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენის კათოდური, სადრენაჟო და პროტექტორული დაცვა, რომელთა მიზანია, შესაბამისად, გაზსადენზე კათოდური პოლარიზაციის უზრუნველყოფა, მოხეტიალე დენების დაბრუნება მათ გამომწვევ წყარომდე (რკინიგზის, ელექტროფიცირებული საქალაქო ტრანსპორტის წევის ქვესადგურები) ან გაზსადენის ნაცვლად თვით პროტექტორის (ანოდური ელექტროდის) დაშლა.
12. გაზსადენის არმატურა-მოწყობილობა მილსადენით ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის ნაკადების მართვისათვის. იყოფა სამ ძირითად კლასად: ჩამკეტი, მარეგულირებელი და მცველი.
13. ჩამკეტი არმატურა-მოწყობილობა გაზსადენში ნაკადის გადასაკეტად.
14. მარეგულირებელი არმატურა-მოწყობილობა გაზის გამომავალი წნევის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, მიუხედავად გაზის ხარჯისა.
15. მცველი არმატურა-მოწყობილობა გაზის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად.
16. ადსორბერი-მაღალი წნევის ჭურჭელი (ბალონი), გაზის საშრობი დანადგარის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც ხდება შეკუმშულ გაზში არსებული ტენის მოცილება ადსორბენტის საშუალებით.
17. ადსორბენტი-ნივთიერება (მაგ., ცეოლიტი), რომელიც მოთავსებულია ადსორბერში და მონაწილეობას იღებს გაზის გაშრობაში.
18. რეგენერაციის გაზი – გამომშრალი, ცხელი გაზი ან ჰაერი, რომელიც გამოიყენება დატენიანებული ადსორბენტის აღდგენისათვის (რეგენერაციისათვის).
19. გაზის აკუმულატორი – დანადგარი გაზის მარაგის შექმნისა და კომპრესორის მუშაობის გათანაბრებისათვის.
20. ნამის წერტილი – ტემპერატურა, რომლის დროსაც გაზი მთლიანად არის გაჯერებული წყლის ორთქლით.
21. დუბლიკატორი – სათადარიგო არმატურა ხელით მართვისათვის დისტანციური მართვის მოწყობილობის მტყუნებისას.
22. გაზის საშრობი დანადგარი – დანადგარი გაზისაგან ტენის მოსაცილებლად ნამის წერტილის ტემპერატურამდე.
23. ტენზეთგამომყოფი – დანადგარი გასაშრობად მისაწოდებელი გაზის ტენისა და ზეთისაგან გასასუფთავებლად.
24. გაზის ელექტროშემთბობი – ელექტრომოწყობილობა ადსორბენტის რეგენერაციისათვის მიწოდებული გაზის შესათბობად.
25. დროსელი – მოწყობილობა რეგენერაციაზე მიმავალი გაზის წნევის შესამცირებლად საკომპრესორო დანადგარის შეწოვის წნევამდე.
26. სეპარატორი – მოწყობილობა გაზის შეტივტივებული მინარევებისა და სითხის ნაწილაკებისაგან გასაწმენდად.