1. შესაბამის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში შიდა განწესი დგება მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ სამსახურებრივ სათავსებში წესრიგის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გამართულობის, ასევე, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიასა და სათავსებში უცხო პირთა დაშვების დადგენილი წესის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

2. მორიგე ცვლის შიდა განწესის პირები უშუალოდ ემორჩილებიან ცვლის მეთაურს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − შესაბამის უფლებამოსილ პირს.

3. მორიგე ცვლის შიდა განწესის შემადგენლობაში არიან:

ა) ცვლის მორიგე;

ბ) ავტოსადგომის მორიგე (საჭიროების შემთხვევაში);

გ) სათავსების მორიგე (საჭიროების შემთხვევაში);

დ) გუშაგი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის ფასადთან.

4. მორიგე ცვლის შემადგენლობის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, დასაშვებია შიდა განწესის შემადგენლობის შემცირება და არაუმეტეს ორი სახეობის შიდა განწესის მოვალეობების შეთავსება.

5. შიდა განწესის ცვლების რაოდენობას, მორიგე ცვლის განგაშის სიგნალზე გასვლის დროს, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სამსახურებრივი სათავსების დაცვის წესს, აგრეთვე, შიდა განწესის შეცვლის წესს განსაზღვრავს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი.

6. შიდა განწესის პირთა შეცვლის კონტროლს ახორციელებს ცვლის მეთაური, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ცვლის მორიგე.

7. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ცვლის მორიგედ ინიშნება გათვლის უფროსი, რომელსაც ემორჩილება შიდა განწესის შემადგენლობა.

8. ცვლის მორიგე საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) მორიგე ცვლის შეცვლისას მიიღოს სამსახურებრივ-საყოფაცხოვრებო სათავსები, მოწყობილობები და ინვენტარი;

ბ) ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი შიდა განწესის შემადგენლობას, შეამოწმოს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ცოდნა;

გ) შეამოწმოს შიდა განწესის პირების მიერ მოვალეობის შესრულება და აღნიშნულის შესახებ მოახსენოს ცვლის მეთაურს.

9. ცვლის მორიგის დასვენებისას მის მოვალეობებს ასრულებს ცვლის მეთაური.

10. შესაბამის დანაყოფში, საჭიროების შემთხვევაში, ავტოსადგომის მორიგედ დღის განმავლობაში ინიშნება მეხანძრე-მაშველი (მძღოლი), ხოლო ღამის საათებში – მეხანძრე-მაშველი.

11. ავტოსადგომის მორიგე საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) დაუშვას მეხნძრე-მაშველი (მძღოლი) და მორიგე ცვლის შემადგენლობა მიმაგრებულ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკასთან მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, ცვლის მეთაურის განკარგულებით;

ბ) უზრუნველყოს ავტოსადგომში დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის, სისუფთავის და წესრიგის დაცვა;

გ) დაუყოვნებლივ მოახსენოს ცვლის მეთაურს სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ტექნიკის, გათბობის სისტემის გაუმართაობის და სხვა ნაკლოვანებების აღმოჩენის შესახებ.

12. სათავსების მორიგედ, საჭიროების შემთხვევაში, დღისა და ღამის საათებში ინიშნება მეხანძრე-მაშველი. სათავსების მორიგე საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) დაიცვას სისუფთავე და წესრიგი შესაბამისი დანაყოფის ყველა სათავსში, გარდა ავტოსადგომის და ოპერატორის სათავსისა;

ბ) უზრუნველყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა საკვების მიღების ადგილებში;

გ) თვალყური ადევნოს ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვას დანაყოფის სამსახურებრივ-საყოფაცხოვრებო სათავსებში.

13. გუშაგი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის ფასადთან ინიშნება მეხანძრე-მაშველთაგან. მისთვის გამოყოფილია სპეციალური სათავსი (საგუშაგო). გუშაგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) იცოდეს და დაიცვას შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე შემადგენლობის, სამსახურის მოსამსახურეთა, მოქალაქეებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაშვების წესი;

ბ) მიიღოს მოქალაქეებისაგან ინფორმაცია ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ, განმცხადებლები გადაამისამართოს ოპერატორთან და აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ მოახსენოს ცვლის მეთაურს;

გ) მუდმივად აკონტროლოს ვითარება და ხილვადობის საზღვრებში აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ დაუყონებლივ მოახსენოს ცვლის მეთაურს და ოპერატორს;

დ) არ დაუშვას სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დანაყოფის შესასვლელთან, სადგომთან და შენობის ფასადთან;

ე) დაიცვას სისუფთავე და წესრიგი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის ფასადთა