1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი სათავსები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სათავსებში, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომში (შემდგომ − ავტოსადგომი), სასწავლო კლასებსა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობისათვის განკუთვნილ სხვა სათავსებში, დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული უნდა იყოს:

ა) მორიგე ცვლის გათვლის შემადგენლობის ძირითადი მოვალეობები სახანძრო ავტოცისტერნაზე (დანართი 6);

ბ) სწავლების განრიგი;

გ) დღის განწესი;

დ) შიდა განწესით გათვალისწინებულ პირთა მოვალეობები;

ე) სახანძრო უსაფრთხოების წესები და საჭირო ინსტრუქციები.

3. მორიგე ცვლის შემადგენლობის ღამის საათებში დასასვენებლად განკუთვნილი სათავსი მოწყობილი უნდა იყოს ტიპური ავეჯით (საწოლები და სხვ.), რომელიც იძლევა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დასვენების შესაძლებლობას მორიგე ცვლის სრული შემადგენლობისთვის.

4. მორიგე ცვლის შემადგენლობის გასახდელ ოთახში განთავსებული უნდა იყოს ინდივიდუალური კარადები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, სპეციალური დამცავი ტანსაცმლის, აღჭურვილობის, პირადი ჰიგიენის ნივთების შესანახად. კარადების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს მორიგე ცვლის სრული შემადგენლობისთვის.

5. ავტოსადგომში მოწყობილი უნდა იყოს თაროები სპეციალური დამცავი ტანსაცმლის და აღჭურვილობის დასაწყობად. თაროების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს მორიგე ცვლის სრული შემადგენლობისთვის.

6. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ძირითადი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის გათბობის მქონე სათავსებში.

7. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ყველა სათავსისათვის შედგენილი უნდა იყოს მათში არსებული ქონების აღწერის ნუსხა.

8. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შენობის ფასადზე უნდა განთავსდეს აბრა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის დასახელებით და ხმოვანი სიგნალი − მორიგე ცვლის შემადგენლობის გამოსაძახებლად.

9. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის ფასადზე, როგორც წესი, გათვალისწინებული უნდა იქნეს სათავსი (ჯიხური) გუშაგისათვის.

10. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე მორიგე ცვლის შემადგენლობის საკუთრებაში არსებული ავტომობილების განთავსების წესს ადგენს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი.

11. აკრძალულია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის საკუთრებაში არსებული ავტომობილების გაჩერება სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის შესასვლელთან, ავტოსადგომთან და შენობის ფასადთა