1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სამსახურებრივ სათავსებში დაიშვებიან პირები:
ა) მორიგე ცვლის ინსპექტირების მიზნით;
ბ) ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების გადაცემის მიზნით;
გ) სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით;
დ) დელეგაციების და ექსკურსიების შემადგენლობიდან, რომლებიც ეწვივნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ან დეპარტამენტის დანაყოფს, მხოლოდ სამსახურის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით.
2. ცვლის მეთაური ადგენს სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მოსულ პირთა ვიზიტის მიზეზს და საჭიროების შემთხვევაში აცილებს მათ შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელთან.
3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სამსახურებრივ სათავსებში დაუბრკოლებლად დაიშვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და სხვა უფლებამოსილი პირები. ცვლის მეთაური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობის წარმოდგენა.
4. პირებს, რომლებიც არ შედიან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ჩამონათვალში, ცვლის მეთაური სთხოვს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით უშვებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სათავსებში. ამასთან, თუ აღნიშნული პირი ითხოვს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სათავსებში დაშვებას მიზნობრივი შემოწმებისათვის, ცვლის მეთაური მას დამატებით სთხოვს შემოწმების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ასეთი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში პირი არ დაიშვება სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სათავსებშ