1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის კონტროლის მიზნით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, ტარდება:

ა) საერთო შემოწმება –ოთხ წელიწადში ერთხელ და ფასდება შესამოწმებელ სახანძრო-სამაშველო დანაყოფში საქმიანობის ორგანიზების/განხორციელების და მორიგე ცვლის საქმიანობის შესაბამისობას ამ წესისა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მომზადების დონე, აგრეთვე, ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების განხორციელების უნარ-ჩვევები;

ბ) საკონტროლო შემოწმება –საერთო შემოწმების განხორციელებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა და ფასდება საერთო შემოწმებით გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიმდინარეობა;

გ) მიზნობრივი შემოწმება – უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების ცალკეული საკითხების შერჩევითი შემოწმება. მიზნობრივი შემოწმება აგრეთვე, ხორციელდება სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი განსაკუთრებით რთული ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვისას, ასევე, დასახული ამოცანების და მოქმედებების შესრულებისას/განსაზღვრისას შეცდომების/დარღვევების გამოვლენის მიზნით.

2. შემოწმების დროს დგინდება:

ა) საქმიანობის ორგანიზების სისწორე;

ბ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის მორიგე ცვლების მზადყოფნა, მორიგე ცვლების გათვლების შემადგენლობებს შორის შეთანხმებული ურთიერთმოქმედება;

გ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის ორგანიზების მდგომარეობა;

დ) უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების სისწორე;

ე) კავშირგაბმულობის, დამცავი ტანსაცმლის, სასუნთქი საშუალების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო მოწყობილობის და აღჭურვილობის გამართულობა და მოვლა-პატრონობის მდგომარეობა;

ვ) ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების გამართულობაზე კონტროლის მდგომარეობა;

ზ) მეთაურთა შემადგენლობის მომზადების დონე, რომლებიც ხელმძღვანელობენ მორიგე ცვლის შემადგენლობის პირველდაწყებითი და სამსახურებრივი სწავლების ჩატარებას;

თ) მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ ფუნქციონალური მოვალეობების ცოდნა, შესრულების უნარი და დისციპლინის დაცვა;

ი) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური და სპეციალურ სამაშველო-ტაქტიკური მომზადების დონე;

კ) საქმიანობის ორგანიზების მარეგულირებელი დოკუმენტების სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში არსებობა და მათი მოთხოვნების ცოდნა;

ლ) სასწავლო-საწვრთნელი ობიექტების, სამსახურებრივი სათავსებისა და ტერიტორიის მდგომარეობა, აგრეთვე, მათი შესაბამისობა მომზადების პროგრამასთან, ნორმატიულ აქტებთან და უსაფრთხოების მოთხოვნებთა