1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში განგაშის სიგნალზე მორიგე ცვლის შემადგენლობა ავტომობილებთან იკრიბება დადგენილი წესით. ავტომობილთან მისასვლელ გზებზე დაუშვებელია ტანსაცმლის, პირადი მოხმარების ნივთების და სხვა საგნების დატოვება.

2. ჩამოსასრიალებელი ბოძის გამოყენებისას მორიგე ცვლის შემადგენლობა იცავს სათანადო ინტერვალს და ჩამოსრიალების შემდეგ დროულად ათავისუფლებს ადგილს.

3. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებში მორიგე ცვლის შემადგენლობის ჩასხდომისას დაუშვებელია მოძრავი ავტომობილების წინ გადარბენა. ავტოსადგომის გარეთ ჩასხდომისას მორიგე ცვლის შემადგენლობა ჩასასხდომ მოედანზე გამოდის მხოლოდ ავტომობილის ავტოსადგომიდან გამოსვლის შემდეგ.

4. ავტომობილის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ჩასხდომის დასრულების შემდეგ. ჩასხდომა დასრულებულად ითვლება მორიგე ცვლის შემადგენლობის ავტომობილის კაბინაში განთავსებისა და ყველა კარის დაკეტვის შემდეგ.

5. ავტომობილში უცხო პირები არ დაიშვებიან. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა პირს შეუძლია მიუთითოს მოძრაობის მიმართულება გამოძახების ადგილისაკენ.

6. ავტოსადგომიდან ავტომობილის ქუჩაში გამოსვლისას საქალაქო ტრანსპორტისა და მოქალაქეების არსებობისას გამაფრთხილებელ სიგნალს იძლევა სპეციალური შუქნიშანი, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში გუშაგი – წითელი დროშით, ხოლო ღამის საათებში წითელი ფარნით. ავტოსადგომიდან გამოსვლისა და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობისას მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) რთავს სპეციალურ ხმოვან სიგნალსა და ციმციმა სიგნალს და სარგებლობს მოძრაობის უპირატესობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მოძრაობისას დაუშვებელია კაბინის კარების გაღება, საფეხურებზე დგომა, კაბინიდან თავის გამოყოფა, მოწევა და ღია ცეცხლის გამოყენება.

8. დაუშვებელია სპეციალური ხმოვანი სიგნალის გამოყენება, თუ ავტომობილი ბრუნდება ხანძრიდან ან/და სხვა საგანგებო სიტუაციიდან (გამოძახებიდან) ან გადის სხვა დავალებაზე.

9. ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე მისული მორიგე ცვლის შემადგენლობის გადმოსვლა ავტომობილიდან დასაშვებია მხოლოდ უფროსი თანამდებობის პირის განკარგულები