1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში უსაფრთხოების მოთხოვნების ორგანიზება-განხორციელების მიზანია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფი თავისი საქმიანობის ორგანიზება-განხორციელებისას მოქმედებს ამ თავით დადგენილი წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების სხვა მოთხოვნების შესაბამისად.

3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი;

ბ) ცვლის მეთაური ან/და უფროსი ინსპექტორი;

გ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობის ჩატარებისას - ის თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ და ხელმძღვანელობენ სამუშაოების შესრულებას;

დ) სწავლებისა და შეჯიბრების ხელმძღვანელები.

4. სწავლებაზე, რომელიც ტარდება განსაკუთრებით მნიშვნელოვან, პოტენციურად საშიშ ობიექტზე და რომლის ოპერატიულ-ტაქტიკურ და საინჟინრო-ტექნიკური თავისებურებები სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის უცნობია ან ნაკლებად ცნობილია, ასევე, პრაქტიკულ სწავლებაზე, სადაც სასწავლო-საწვრთნელ ვარჯიშებს შემადგენლობა ასრულებს პირველად, ასევე, შეჯიბრების ჩატარებისას, სწავლების ან/და შეჯიბრების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეებთან შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარება სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამოყენების დროს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის შესახებ. ინსტრუქტაჟის ჩატარების ფაქტი ფორმდება შესაბამის აქტი