1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ცვლისათვის მომზადებისას ცვლის მეთაური ვალდებულია შეამოწმოს:
ა) მეხანძრე-მაშველის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი და აღჭურვილობა;
ბ) მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებები;
გ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკისა და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების მდგომარეობა;
დ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებსა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფში სამედიცინო აფთიაქის დაკომპლექტება;
ე) გარაჟის კარების ჩამკეტების გამართულობა;
ვ) განგაშის სიგნალზე შემადგენლობის სამოძრაო გზებზე დაბრკოლებების არარსებობა;
ზ) შემადგენლობის მიერ ამ წესების მოთხოვნების ცოდნა (შერჩევითი პრინციპით).
2. მორიგე ცვლის შეცვლისას ავტომობილის ძრავა შეიძლება ჩაირთოს მხოლოდ სახანძრო-ტექნიკური, სავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დათვალიერებისა და მიღების შემდეგ, აგრეთვე, ავტომობილის გამოსაბოლქვი სისტემის გამწოვი ვენტილაციის აირსარინის სისტემასთან მიერთების შემდეგ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, აგრეთვე, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველი აღჭურვილობის და მოწყობილობის მოვლა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის მიერ დღის განწესით დადგენილ დროს, ხოლო სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოდ და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად განკუთვნილი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამართულობა (ხელის სახანძრო კიბეები, მაშველი თოკები, სახანძრო/სამაშველო ქამრები, სახანძრო/სამაშველო კარაბინები და სხვა სამაშველო მოწყობილობა) უნდა შემოწმდეს პირადად გათვლის უფროსის მიერ მორიგე ცვლის შეცვლისას.
4. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სათავსში აკრძალულია:
ა) ინვენტარისა და მოწყობილობების განთავსება კიბის უჯრედების მარშებსა და ბაქნებზე, ჩამოსასრიალებელ ბოძთან და კარის ღიობებთან;
ბ) სამორიგეო სათავსების, სასწავლო კლასების და ავტოსადგომების იატაკზე, აგრეთვე, განგაშის სიგნალზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის სამოძრაო გზებზე ნოხის, ფარდაგის დაგებ