1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დაზვერვა ტარდება განუწყვეტლივ, ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის მომენტიდან მის ლიკვიდაციამდე, ან რეაგირების ღონისძიებების დასრულებამდე. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში დაზვერვის ჩასატარებლად იქმნება სასუნთქი საშუალებებით აღჭურვილი კვამლსაწინააღმდეგო რგოლი არანაკლებ სამი მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით, ხოლო რთული ნაგებობების დასაზვერად (მეტროპოლიტენი, შენობების მიწისქვეშა ფოიეები, მომეტებული სირთულის შენობები, გემების ტრიუმები, საკაბელო გვირაბები, რთული დაგეგმარების სარდაფები) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შემადგენლობა იზრდება ხუთ მეხანძრე-მაშველამდე. სასუნთქი საშუალების გარეშე დაზვერვის ჩატარებისას კვამლსაწინააღმდეგო რგოლში შეიძლება შედიოდეს მინიმუმ ორი მეხანძრე-მაშველი.
2. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში დაზვერვის ჩატარებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ამ თავის მოთხოვნების დაცვა დანაყოფში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) დასახული ამოცანის შესასრულებლად შეამოწმოს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობის საჭირო მინიმუმის არსებობა და მათი გამართულობა;
გ) უზრუნველყოს შემადგენლობის მიერ სასუნთქი საშუალებების შემოწმებაზე და გამოყენების სისწორეზე კონტროლი;
დ) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მუშაობის დაწყებამდე შეამოწმოს სასუნთქი საშუალებების ბალონებში ჰაერის წნევა და შეატყობინოს უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგს ბალონებში წნევის უმცირესი მაჩვენებელი;
ე) გააკონტროლოს უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგის შესაბამისი ჩანაწერების სისრულე და სისწორე;
ვ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შემადგენლობის ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის კერასთან მისვლისთანავე აცნობოს მას ჰაერის საკონტროლო წნევის ის მაჩვენებელი, რომლის დროსაც აუცილებელია უსაფრთხოების საგუშაგოსთან დაბრუნება;
ზ) სუნთქვისათვის არახელსაყრელი გარემოდან გამოსვლის დროს განსაზღვროს სასუნთქი საშუალების გამორთვის ადგილი და გასცეს ბრძანება მათი გამორთვის შესახებ.
3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაკვამლიანებულ ზონაში ან სუნთქვისათვის არახელსაყრელ სხვა გარემოში მუშაობის დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) კაპიტალური ან ფანჯრებიანი კედლების გასწვრივ გადაადგილება;
ბ) გადაადგილების დროს მზიდი კონსტრუქციების მდგომარეობაზე, ცეცხლის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობასა და აფეთქების ან ჩამონგრევის საშიშროებაზე მეთვალყურეობის დაწესება;
გ) იმ სათავსებში შესვლა, სადაც არის მაღალი ძაბვის დანადგარები ან მაღალი წნევის ქვეშ მყოფი აპარატები (ჭურჭელი), აგრეთვე, ფეთქებადი, მომწამლავი, რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური ნივთიერებები, დასაშვებია მხოლოდ ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და მათ მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით.
4. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობის შერჩევისას გამოყენებულ უნდა იქნეს:
ა) ერთი ტიპის სასუნთქი საშუალებები;
ბ) გადარჩენის და თვითგადარჩენის საშუალებები;
გ) კონსტრუქციის გასახსნელ-დასაშლელი ინსტრუმენტები;
დ) განათებისა და კავშირგაბმულობის ხელსაწყოები;
ე) მაშველი თოკი;
ვ) ხანძრის ჩაქრობის ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობა.
5. დიდი ფართობის დაგაზიანების დროს სასუნთქ საშუალებაში მუშაობისას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მთელი პერიოდის განმავლობაში იქმნება უსაფრთხოების საგუშაგო და საკონტროლო-გამშვები პუნქტი, სადაც ტარდება დასახული ამოცანების გათვალისწინებით უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქტაჟი იმ პირებთან, რომლებიც მიემართებიან ხანძრის ჩასაქრობად ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად.
6. დაზვერვის ორგანიზებისას ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელმა ან/და სხვა თანამდებობის პირებმა მაქსიმალურად უნდა მოიზიდონ გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურები აგრესიული, ქიმიურად საშიში და რადიოაქტიური ნივთიერებების ხასიათის, მათი კონცენტრაციის დონის და დაბინძურების ზონის საზღვრების, აგრეთვე, უსაფრთხოების საჭირო ზომების დასადგენად.
7. აკრძალულია ღია ცეცხლით სათავსებში შესვლა, სადაც ინახება და ბრუნვაშია ადვილადაალებადი და წვადი სითხეები, ჭურჭელი წვადი აირით, აგრეთვე, სადაც შესაძლებელია წვადი მტვრის და ბოჭკოების გამოყოფ