1. სამშენებლო კონსტრუქციების დაშლა-გახსნის სამუშაოების ორგანიზება უნდა განხორციელდეს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ დანიშნული უფლებამოსილი თანამდებობის პირების უშუალო ხელმძღვანელობით, აგრეთვე, დაშლილი კონსტრუქციების დასაწყობი (ჩამოსაგდები) ადგილის მითითებით. სამშენებლო კონსტრუქციების დაშლა-გახსნის სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უბანზე არსებული ელექტროქსელის, (0.38 კვტ) გაზის კომუნიკაციების გათიშვა (ან დაზიანებისაგან დაცვა) და ხანძრის შესაძლო (ფარული) კერის ჩაქრობის საშუალებების მომზადება.
2. 0.38 კვ-ზე მეტი ძაბვის მქონე ელექტროქსელის და დანადგარების გათიშვას ახორციელებენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე დაშვების ნებართვას (დანართი 17, დანართი 18). ხანძრის ჩასაქრობად ქაფის ან წყლის მიწოდებისას საჭიროა სახანძრო ავტომობილების ტუმბოების და ლულების დამიწება.
3. ელექტროსადენების გადაჭრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფაზური ძაბვა არ აღემატება 220 ვოლტს ან ელექტროქსელის გათიშვა შეუძლებელია სხვა ხერხებით.
4. ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროსადენების გათიშვის დროს საჭიროა:
ა) ქსელის იმ უბნის განსაზღვრა, სადაც ელექტროსადენების გადაჭრა უსაფრთხოა და უზრუნველყოფს ელექტროქსელის გათიშვას შესაბამის ფართობზე (შენობა, სართული, სექცია და სხვ.);
ბ) მკვებავი გარე სადენების გადაჭრა იზოლატორებთან, ელექტროენერგიის მოხმარების მხრიდან ისე, რომ ჩამოწყვეტილი სადენები არ იყოს ძაბვის ქვეშ. სადენების გადაჭრა იწყება ქვედა რიგიდან.
5. აკრძალულია მრავალძარღვიანი, აგრეთვე, საიზოლაციო მილებსა (გარსში) და ლითონის სახელოებში ჯგუფებად გაყვანილი ერთძარღვიანი სადენების და კაბელების ერთდროულად გადაჭრა.
6. სახურავიდან და სართულებიდან კონსტრუქციების (საგნების) გადმოყრისას სახიფათო ზონაში ადამიანთა მოხვედრის პრევენციის მიზნით გამოიყოფა გუშაგი. ღამის საათებში კონსტრუქციების ჩამოყრის ადგილი უნდა იქნეს განათებული.
7. სახურავის ერთ ადგილზე დანაყოფების შემადგენლობის ერთდროული თავმოყრა დაუშვებელია.
8. სამშენებლო კონსტრუქციების დაშლისას დაუშვებელია მათი სამაგრების (საყრდენების, დამჭიმების, განმბრჯენების და ა. შ.) დარღვევა. აუცილებლობის შემთხვევაში საკვამლე მილების, დამწვარი საყრდენების ან შენობის ნაწილების ჩამოგდება უნდა განხორციელდეს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ დანიშნული სამსახურის დანაყოფის უფლებამოსილი თანამდებობის პირების უშუალო ხელმძღვანელობით, საშიში ზონიდან ადამიანებისა და ტექნიკის გაყვანის შემდეგ.
9. ხის კონსტრუქციების ჯაჭვური ხერხით გახსნისას დაუშვებელია ჯაჭვის ზედა ნაწილის გაჭედვა პროფილში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსტრუმენტის უკუგდება ოპერატორზე.
10. ავტოკიბე შენობისგან ისეთი მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რაც უზრუნველყოფს მუხლების გაშლას დახრის დასაშვები კუთხის ფარგლებში. გაშლილი ავტოკიბე უნდა ცდებოდეს სახურავის კარნიზს (მოედანს, შემოღობვას) 1–1,5 მ-ით. მოცემულ სიგრძეზე გაშლისას ავტოკიბე უნდა დაფიქსირდეს ჩამკეტებით.
11. სამშენებლო კონსტრუქციაზე მიდგმულ ავტოკიბეზე მუშაობისას ავტომობილის ძრავა გამორთულია, ხოლო თუ ავტოკიბეს აქვს საკიდელა – ძრავა არ ითიშება.
12. ავტოკიბის და ავტოამწის მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე (სწავლებაზე) მუშაობს ჩაფხუტით.
13. ავტოკიბეზე (ავტოამწეზე) მუშაობისას მეხანძრე-მაშველი (მძღოლი):
ა) უზრუნველყოფს ავტოკიბეზე (ავტოამწეზე) მომუშავე მეხანძრე-მაშველთა მიერ ავტოკიბის (ავტოამწის) ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს, კიბის მუხლებზე (ამწის ისარზე) არ მოხდეს წყლის (ქაფის) დაღვრა (განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში);
გ) -10°C -ზე ნაკლები ჰაერის ტემპერატურის პირობებში ახორციელებს ჰიდროტუმბოს ამუშავებას შეჭიდულობის ფოლხვის სატერფულის ხანმოკლე აშვებით, ხოლო ძრავის თანაბარი ბრუნვის შემთხვევაში ახდენს სატერფულის ბოლომდე აშვებას;
დ) ხანმოკლე შესვენებების დროს ჰიდროტუმბოსა და ძრავას ტოვებს ჩართულ მდგომარეობაში.
14. ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე სპეციალური სამუშაო ადგილის შეცვლისას საჭიროა კიბის მუხლების (ავტოკიბის ისრების) დაწყობა ტრანსპორტირების მდგომარეობაში, საყრდენების აწევა, რესორების განბლოკვა და სიმძლავრის კოლოფის გათიშვა.
15. ავტოკიბის (ავტოამწის) ამწედ გამოყენების შემთხვევაში, მუხლები უნდა დაიკეცოს. ტვირთის მაქსიმალური წონა ტალის მასის ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ დაშვებულ სიდიდეს. მუშაობის დროს გამოყენებულ ჯამბარებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გამოცდა და გააჩნდეთ მარკირება.
16. ავტოკიბის მარშებზე, როდესაც კიბის თავი არაფერს ეყრდნობა, დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის გადაადგილება, თუ კიბის დახრის კუთხე 50°-ზე ნაკლებია და არა უმეტეს ორი ადამიანის ერთდროულად გადაადგილება, თუ კიბის დახრის კუთხე 50°-ზე მეტია. მიყრდნობილ კიბეზე შემადგენლობას შეუძლია გადაადგილდეს ჯაჭვურად არანაკლებ 3 მ-ის ინტერვალით, ხოლო 100-120 კგ წონის ტვირთის გადატანისას – არანაკლებ 8 მ-ის ინტერვალით, ამასთან, შეწყობილი ნაბიჯით გადაადგილება დაუშვებელია.
17. ავტოკიბის (ავტოამწის) გასაჩერებელი მოედანი უნდა იყოს დახრილი არა უმეტეს 6°-ით ან ჰქონდეს მყარი საფარი ან მყარი გრუნტი. რბილი გრუნტის შემთხვევაში საყრდენი დისკებისთვის გათვალისწინებულია ქვესადებები, რომლებიც შედის ავტოკიბის (ავტოამწის) კომპლექტში.
18. ავტოკიბის თავზე დამაგრებული სახანძრო ლულის მუშაობისას:
ა) ავტოკიბე უნდა გაიშალოს მთელი სიგრძის არა უმეტეს 2/3-ზე, თუ გაშლის კუთხე არ აღემატება 75°-ს;
ბ) სახელოს ხაზი გაყვანილ უნდა იქნეს ავტოკიბის საფეხურების ცენტრის გასწვრივ და საიმედოდ დამაგრდეს სახელოს დამჭერებით;
გ) სახელოს ხაზში წყლის მიწოდება და შეწყვეტა უნდა განხორციელდეს თანაბრად, მკვეთრი რხევების გარეშე, ლულასთან წნევა უნდა იყოს არანაკლებ 0,4 მპა.
19. სპეციალური სამუშაოების შესრულებისას, საჭირო რეაგირების ძალებისა და საშუალებების თავმოყრის, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების და ავტოკიბის (ავტოამწის) გამოყენებით სხვა სამუშაოების ჩატარებისას აკრძალულია:
ა) ავტოკიბის (ავტოამწის) დაყენება ჭისა და ლიუკის სახურავებზე;
ბ) ავტოკიბის (ავტოამწის) დაყენება მაღალძაბვიანი ელექტროგადამცემი ხაზის განაპირა სადენიდან 30 მ-ზე ახლოს და მასზე მუშაობა;
გ) ავტოკიბის მუხლებზე (ავტოამწის ისრებზე) ელექტროკაბელების და სატელეფონო ხაზების გადატარება;
დ) გვერდითი მათანაბრებლის ავტომატის გამორთვა კიბის გაშლისას;
ე) მოძრაობის არედან გამოსვლა ხელით მართვის მექანიზმით მუშაობის დროს;
ვ) ჰიდროსისტემაში მუშა წნევის ზრდის დამცავი სარქველის რეგულირება ავტოკიბის (ავტოამწის) მუშაობის დროს;
ზ) ავტოკიბეზე (ავტოამწეზე) მუშაობა, თუ ქარის სიჩქარე აღემატება 10 მ/წმ-ს, აგრეთვე, თუ აწეული მუხლის ან საკიდელას ქვეშ იმყოფებიან ადამიანები;
თ) ავტოამწის საკიდელადან ხელის ან ლაფეტის სახანძრო ლულებით მუშაობა, თუ მასში იმყოფება ორზე მეტი ადამიანი;
ი) მუხლებით (ისრებით) საჰაერო ელექტროგადამცემ ქსელებზე შეხება ავტოკიბის (ავტოამწის) მუშაობისა და აკეცვის დროს;
კ) ავტოკიბის (ავტოამწის) ნებისმიერ მოძრაობაში მოყვანა ხელით ან მექანიკური ხერხის გამოყენებით, თუ მასზე იმყოფებიან ადამიანები;
ლ) ავტოკიბის (ავტოამწის) დატოვება უმეთვალყურეოდ, თუ კიბის მუხლები აწეულ მდგომარეობაში