1. სასწავლო კოშკი, როგორც წესი, უნდა განთავსდეს დანაყოფის ეზოში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე ან მიეშენოს (ჩაეშენოს) დანაყოფის შენობას. მიშენებული (ჩაშენებული) სასწავლო კოშკი უნდა შეესაბამებოდეს შენობის ცეცხლმედეგობის ხარისხს და ჰქონდეს ცალკე შესასვლელი.

2. ცალკე მდგომი სასწავლო კოშკი შეიძლება იყოს ნებისმიერი ხარისხის ცეცხლმედეგობის.

3. სასწავლო კოშკის ვერტიკალური ფასადის მხარე იფარება გაშალაშინებული დაფებით და ითვლება მუშა მხარედ, მასზე გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) 1,1 მ X 1,87 მ ზომის ორი და მეტი ფანჯრის ღიობი ყველა სართულზე, გარდა პირველისა;

ბ) მანძილი ფანჯრიდან კედლის ნაპირამდე არანაკლებ 65 სმ;

გ) მანძილი ფანჯრებს შორის არანაკლებ 60 სმ;

დ) რაფის სიგანე 38-40 სმ;

ე) რაფის სიმაღლე იატაკის დონიდან 80 სმ (±5 სმ);

ვ) მეორე სართულზე რაფის სიმაღლე მიწის დონიდან 4,25 მ, მე-2, მე-3, მე-4 სართულებს შორის – 3,3 მ.

4. სასწავლო კოშკს, გარდა ფანჯრისა, მუშა მხარეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ღიობი და გამოშვერილი ნაწილი. მეორე სართულის ფანჯრების ქვეშ, საიერიშო კიბის მე-3 საფეხურიდან 5 სმ-ით დაბლა, კოშკის ფასადზე მაგრდება 6X6 სმ კვეთის ძელაკი, მეორე სართულის ფანჯრებს ქვემოთ მიწამდე დასაშვებია გაიკრას ფურცლოვანი ლითონი, რეზინა, პლასტიკი ან ფანერი.

5. კოშკის თითოეულ სართულზე გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მ სიღრმის ბაქნები, ამასთან თითოეულ ბაქანს უნდა ჰქონდეს გასასვლელი კოშკის შიგნით მოწყობილ (რომელიმე არამუშა მხრიდან) და შემოღობილ სტაციონარულ კიბეზე.

6. სასწავლო კოშკი უნდა იყოს მოწყობილი დამზღვევი საშუალებებით. კოშკის მუშა მხრიდან გრუნტში მოწყობილი უნდა იყოს დამზღვევი ბალიში (არანაკლებ 1 მ სისქის, ხოლო ფასადის მხრიდან 4 მ სიგანის), რომელიც კოშკის გაბარიტებს სცდება არანაკლებ 1 მ-ით. საფუძველსა და დამზღვევ ბალიშს შორის უნდა იყოს ჭილობის საფენი, ხოლო თანაორმოდან წყლის დასაწრეტად უნდა იყოს მოწყობილი დრენაჟი ან სხვა მოწყობილობა.

7. სასწავლო კოშკზე სწავლების (შეჯიბრის) ჩატარებამდე დამზღვევი ბალიშის ზედაპირი უნდა იყოს გაფხვიერებული. დამზღვევი ბალიშის განახლება ხორციელდება არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, რის თაობაზეც ფორმდება შესაბამისი აქტი.

8. სასწავლო კოშკის წინ უნდა მოეწყოს არანაკლებ 35 მ სიგრძის და არანაკლებ 10 მ სიგანის (თუ სასწავლო კოშკს აქვს ფანჯრების 4 რიგი) მოედანი.

9. სასწავლო კოშკს უნდა ჰქონდეს დარაბები ჩამკეტი მოწყობილობებით, აგრეთვე, ბალიშის თოვლისაგან დამცავი ფარები.

10. სასწავლო კოშკის დამზღვევი მოწყობილობები გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს. თოკი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული ჩამკეტზე და დატვირთვის მოხსნის შემდეგ მას არ უნდა ჰქონდეს დაზიანება და დეფორმაციის ნიშნები.

11. სასწავლო კოშკზე უნდა იყოს გათვალისწინებული დამზღვევი მოწყობილობა ფანჯრების ერთ ვერტიკალურ რიგზე ერთი მოწყობილობის ანგარიშით და ყოველ წელს უნდა გამოიცადოს დადგენილი წესის შესაბამისად.

12. სასწავლო კოშკის სახანძრო სახელოების გასაშრობად და გასარეცხად გამოყენების შემთხვევაში საშრობი შახტა და სამრეცხაო სათავსი გამოიყოფა სასწავლო კოშკის სხვა სათავსებისაგან მთლიანი კედლით. შახტის ზედა მუშა ბაქანზე და სახელოების სამრეცხაო სათავსში გასვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო კოშკის სათავსის გავლით. ზედა მუშა ბაქანს სახელოების ასატანად უნდა ჰქონდეს 1,25 მ სიმაღლის ჯალამბარი. შახტა მოწყობილი უნდა იყოს გამშვები აპარატურით, რომელიც განთავსებულია ზედა და ქვემო ბაქანზე. კოშკის საშრობს უნდა ჰქონდეს კალორიფერი ან ჰაერის გასათბობი სხვა ხელსაწყოები. სახელოები გასაშრობად უნდა დაეწყოს თანაბრად შახტის მთელ ჭრილზე.

13. სახელოების სამაგრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამარჯვებით, რომლებიც იძლევა მათი მარტივი და სწრაფი დამაგრების და გათავისუფლების საშუალებას, აგრეთვე, გამორიცხავს სახელოების თვითნებურ ჩამოვარდნას.

14. აკრძალულია სასწავლო კოშკების გამოყენება მოწყობილობებისა და სხვადასხვა საგნების შესანახად, გარდა გასაშრობად გაფენილი სახანძრო სახელოების