1. პირდაპირი დინების ვიწრო ტიპის სათვალიერებელი ორმოს სიგანე განისაზღვრება ავტომობილის ლიანდით და რებორდის კონსტრუქციიდან გამომდინარე შეიძლება მიაღწიოს 1,0-1,1 მ-ს. დასათვალიერებელი ორმოს სიღრმე სათავსის იატაკის დონიდან შეიძლება იყოს 1,2-1,4 მ. დასათვალიერებელ ორმოს უნდა ჰქონდეს ორი ჩასასვლელი – ტორსული მხრიდან საფეხურებიანი, ხოლო საპირისპირო მხრიდან კავებიანი.
2. სათვალიერებელ ორმოში ადამიანების ჩავარდნის პრევენციის მიზნით საჭიროა მისი დახურვა მოსახსნელი ბადეებით ან ფარებით.
3. ავტოსადგომში აკრძალულია იმ ავტომობილების გაჩერება, რომლებიც არ ირიცხება დანაყოფის სარგებლობაში, აგრეთვე, სააკუმულატორო ბატარეების დატუმბვა, ღია ცეცხლის გამოყენება, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებში დანაყოფის შემადგენლობის ყოფნა დასვენების მიზნით, ავტომობილების გამართვა საწვავ-საპოხი მასალებით და მათი შენახვა.
4. სახანძრო და სავარიო-სამაშველო ავტომობილების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მათი განთავსება დახურულ, გათბობის სისტემით მოწყობილ გარაჟში, სადაც ჰაერის საანგარიშო ტემპერატურა არ უნდა იყოს +16°С-ზე ნაკლები. ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე და სწავლებაზე ყოველი გასვლის შემდეგ საჭიროა სახანძრო და სავარიო-სამაშველო ავტომობილების გასუფთავება და გამშრალება.
5. თითოეული მეხანძრე-მაშველის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი და აღჭურვილობა უნდა განთავსდეს კარების ღია მდგომარეობაში დაფიქსირების შესაძლებლობის მქონე, კედელთან მდგარ (სახანძრო და სავარიო-სამაშველო ავტომობილების უკან) სპეციალურად მოწყობილ სტელაჟებზე ან ტუმბოებში. დასაშვებია მათი განთავსება ავტომობილის გვერდითი მხრიდან, თუ მანძილი სტელაჟიდან ავტომობილამდე აღემატება 1,5