1. აკრძალულია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, დამცავი ტანსაცმლის და ინდივიდუალური აღჭურვილობის ექსპლუატაცია გაუმართავ მდგომარეობაში.

2. სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამოცდა უნდა წარმოებდეს გათვლაში ჩაყენებამდე, ასევე, პერიოდულად მათი ექსპლუატაციის პროცესში. გამოცდის შედეგები უნდა იქნეს შეტანილი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გამოცდის შედეგების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 7).

3. სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო მოწყობილობის ტექნიკური მომსახურებისა და გამოცდის პერიოდულობა და ძირითადი ოპერაციების ჩამონათვალი დგინდება მათი მწარმოებლის მიერ გაცემული ინსტრუქციების  შესაბამისად.

4. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დროულ და ხარისხიან ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და გამოცდაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტერიტორიული დანაყოფისა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელებს, ცვლის მეთაურს და სახანძრო და სავარიო-სამაშველო ავტომობილებზე მიმაგრებულ მეხანძრე-მაშველს (მძღოლი), რომლებიც ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურებისა და გამოცდების ჩატარება მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების, სტანდარტების, აგრეთვე, ამ წესით დამტკიცებული სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის მოთხოვნების შესაბამისად.

5. სახანძრო და სავარიო-სამაშველო ავტომობილზე სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები უნდა განთავსდეს მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი საიმედოდ დამაგრება და ადვილად მოხსნა, ამასთან უნდა გამოირიცხოს მეხანძრე-მაშველების ტრავმირება.

6. ყველა სახის სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო მოწყობილობა, სასუნთქი საშუალებები, ხელსაწყოები და ინდივიდუალური აღჭურვილობა დანაყოფში შეტანისთანავე ექვემდებარება აღრიცხვასა და მარკირებას.

7. სახანძრო-ტექნიკური მოწყობილობის ტექნიკური მომსახურებისა და გამოცდის პერიოდულობა და ძირითადი ოპერაციების ჩამონათვალი დგინდება მწარმოებლის ინსტრუქციებით.

8. სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობა, სასუნთქი საშუალებები და ხელსაწყოები, რომლებსაც არ აქვთ საინვენტარო ნომერი და გამოცდის ვადა, ითვლება გაუმართავად და იხსნება გათვლიდან.

9. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) მხარეს კარებს და გათვლის კაბინებს, აგრეთვე, ძარის ნაკვეთურების კარებს უნდა ჰქონდეს ავტომატური ჩამკეტი მოწყობილობა, რომელიც საიმედოდ იკეტება და ფიქსირდება ღია მდგომარეობაში. კარები უნდა აღიჭურვოს მოწყობილობით, რომელიც კარის გაღების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) კაბინაში ხელსაწყოების ფარზე გადასცემს სიგნალს.

10. ლიფტიან ავტოკიბეზე არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს ლიფტის კაბინების დამჭერების მუშაუნარიანობა. ლიფტის კაბინის დამჭერების შემოწმებისა და დამხმარე ტვირთდამჭერი მოწყობილობების შემოწმების შედეგები ფორმდება დადგენილი წესით.

11. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების სამართავად და სპეცაგრეგატებთან სამუშაოდ დაიშვება მეხანძრე-მაშველი (მძღოლი), რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადებ