1. სასუნთქი საშუალების ექსპლუატაცია, აღრიცხვა, შენახვა, შეკეთება, შემოწმება და მათი გამოყენებით მუშაობისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა ხორციელდება ამ წესის IV თავის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ჟანგბადის მაიზოლირებელი აირწინაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მეხანძრე-მაშველისათვის, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და პირველდაწყებითი მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასუნთქი საშუალება შეკუმშული ჰაერით გამოიყენება მორიგე ცვლის მიერ, როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალება.
3. მეხანძრე-მაშველს ეკრძალება შემოწმებების დროს გამოვლენილი გაუმართავი სასუნთქი საშუალების გამოყენება გაუმართაობის აღმოფხვრამდე, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა დადგენილი ფორმის ჟურნალში.
4. გათვლაში არსებული, სასუნთქი საშუალება ინახება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების კაბინებში, საამორტიზაციო მასალით შემოკრულ ყუთებში (ბუდეებში), ვერტიკალურ მდგომარეობაში. გათვლაში ოთხზე მეტი ადამიანის ყოფნისას სასუნთქი საშუალების ტრანსპორტირება დასაშვებია სპეციალურად მოწყობილი ბუდეებით.
5. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებით სასუნთქი საშუალების ჰაერის სათადარიგო ბალონების (შეკუმშული ჰაერით) შენახვა-ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება ყუთების სპეციალური ბუდეები. მორიგეობიდან თავისუფალი მეხანძრე-მაშველის სასუნთქი საშუალებები, აგრეთვე, სათადარიგო სასუნთქი საშუალებები ინახება შესაბამის დანაყოფში სპეციალური კარადების ან სტელაჟების ბუდეებში. თითოეული ბუდე, სადაც ინახება სასუნთქი საშუალებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაფებით, სადაც აღნიშნულია მორიგე ცვლის და გათვლის ნომერი, სასუნთქი საშუალებების ნომერი და მფლობელის გვარ