1. სტაციონარული და გადასატანი პნევმოკომპრესორის ექსპლუატაცია, რემონტი და გამოცდა უნდა განხორციელდეს წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების შესაბამისად.
2. პნევმოკომპრესორზე სამუშაოდ დაიშვება პირი, რომელმაც გაიარა სპეციალური სწავლება.
3. კომპრესორი, რომელიც გამოიყენება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების დროს, უნდა დამონტაჟდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილზე, მათი უსაფრთხო მუშაობის უზრუნველმყოფი მოთხოვნების დაცვით.
4. პნევმოკომპრესორების ექსპლუატაციისას საჭიროა:
ა) თითოეულ კომპრესორთან უსაფრთხოების მოთხოვნების გამოკვრა;
ბ) ავტოსადგომში კომპრესორის ლითონის ბადით ან გისოსით შემოღობვა;
გ) კომპრესორის მბრუნავი ნაწილების და მისი ამძრავის დაფარვა შემოღობვით;
დ) კომპრესორული დანადგარების უზრუნველყოფა აუცილებელი საკონტროლო-საზომი აპარატურით;
ე) ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენისას კომპრესორის მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
ვ) განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დამზღვევი სარქველების მდგომარეობასა და მათი ამოქმედების ზღვრულ წნევაზე, მუშაობის პერიოდში მათი გაქრევა (ცვლაში არანაკლებ ერთხელ);
ზ) ზამთრის პერიოდში რეზერვუარიდან და ზეთტენშთანმთქმელებიდან კონდენსატის მოცილება კომპრესორის ყოველი გაჩერების შემდეგ.
5. ზამბარიანი დამცავი სარქველების მანომეტრები და დამჭიმი ქანჩები უნდა შემოწმდეს და დაილუქოს. მანომეტრების შემოწმება და დალუქვა ხორციელდება ყოველწლიურად, აგრეთვე, დანადგარების შეკეთების შემდე