1. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტის საიმედოობა და მასთან მუშაობის უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი შენახვის წესების დაცვა, მათ მდგომარეობაზე ყოველდღიური კონტროლი და დროული ტექნიკური მომსახურების ჩატარება. ინსტრუმენტის გამართულობა დგინდება გარე დათვალიერებით და გამოცდით.
2. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტის გამოყენებით სამუშაოები ხორციელდება სპეცტანსაცმლით (კომბინიზონით), დამცავი ხელთათმანებითა (კრაგებით, ხელჯაგებით) და დამცავი მინიანი ჩაჩქნით.
3. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტი უნდა შეესაბამებოდეს კომპლექტში არსებული თითოეული აგრეგატის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს, ჰქონდეს ვიბრაციის პარამეტრები, რომლებიც არ აღემატება სტანდარტებით დადგენილ მნიშვნელობებს, აგრეთვე, ხმაურის პარამეტრები, რომლებიც არ აღემატება კონკრეტული სახის მანქანაზე არსებული ტექნიკური დოკუმენტაციითა და სტადარტებით დადგენილი ხმაურის სიმძლავრის ოქტავურ დიაპაზონს.
4. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტის მომსახურებას და მის რეგულირება-მომართვას ახორციელებს მეხანძრე-მაშველი, რომელმაც გაიარა სპეციალური სწავლება.
5. დენგამტარ მექანიზმებსა და კონსტრუქციებზე მუშაობისას საჭიროა:
ა) მათი ელექტროქსელიდან გამორთვა;
ბ) ინსტრუმენტის მუშა მაგისტრალზე მეთვალყურეობა, მათი გადატეხვის, გადაგრეხის და სხვა დაზიანების პრევენცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მექანიზმის გაჩერება ან გაფუჭება;
გ) მუშა ზონაში შექმნილ ვითარებაზე მეთვალყურეობა, ინსტრუმენტთან მუშაობა უსაფრთხო ხერხებით, ინსტრუმენტთან უშუალო კონტაქტში მყოფი მოწყობილობის კონსტრუქციის თავისებურებებისა და მასალის სახის გათვალისწინები