1. მორიგეობის დაწყებამდე მეხანძრე-მაშველების მიერ სახანძრო-სამაშველო ქამარი, კარაბინი, ასევე, დამცავი ხელთათმანები და ჩაფხუტი ექვემდებარება საგულდაგულო ვიზუალურ შემოწმებას მწარმოებლის საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

2. სახანძრო-სამაშველო ქამარი იხსნება გათვლიდან, თუ:

ა) ქამრის ზონარი დაზიანებულია (ჩახეულია ან გაჭრილია);

ბ) აბზინდა და მისი სარჭები დაზიანებულია (დამტვრეულია ან გადაღუნულია);

გ) დარღვეულია მოქლონების მთლიანობა და არ გააჩნია საყელურები;

დ) ქამრის ლენტი დაზიანებულია მოქლონებით ან ბლოკებით;

ე) არ აქვს ჩარჩიკი;

ვ) ბლოკების ზედაპირი დაზიანებულია ან ერთ-ერთი ბლოკი აკლია;

ზ) ქამრის ტყავის პირი ჩახეულია.

3. სახანძრო-სამაშველო კარაბინი იხსნება გათვლიდან, თუ:

ა) არის დეფორმირებული (საკეტი არ იღება ან ბოლომდე არ იკეტება);

ბ) ზამბარა არ უზრუნველყოფს კარაბინის საკეტის ჩაკეტვას, აგრეთვე, საკეტის სახსრიანი დამაგრების ადგილები დახორკლილია და გააჩნია შვერილებ