1. მეხანძრე-მაშველის, როგორც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი პირის, მიმართ დაწესებული შეღავათები და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. მეხანძრე-მაშველებზე ვრცელდება ის სოციალური დაცვის გარანტიები და შეღავათები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
3. ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, რეგიონულ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და ორგანიზაციების ადმინისტრაციებს შეუძლიათ დააწესონ დამატებითი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები რეაგირების ძალების თანამშრომლებისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად