საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ერთიანი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს ინსტრუქციებს:
ა) საგანგებო ვითარებებისა და რისკების შეფასების შესახებ;
ბ) შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გასვლის შესახებ;
გ) საგანგებო სიტუაციების აღრიცხვისა (სტატისტიკის) და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიწოდების წესისა და ფორმების შესახებ;
დ) სახანძრო-სამაშველო სამუშაოების სახეების შესახებ;
ე) სახანძრო-სამაშველო სამუშაოების წარმოების წესის შესახებ;
ვ) სასწავლო პროგრამების მომზადების შესახებ;
ზ) წყლის ობიექტებზე ადამიანთა უსაფრთხოების დაცვის, მცირე წყალწყვის მცურავი საშუალებების გამოყენებისა და მათი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ;
თ) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გათვლისა და ექსპლუატაციის შესახებ;
ი) ადგილობრივი თვითმმართველობის სახანძრო-სამაშველო საქმიანობის სფეროში მოთხოვნებისა და სტანდარტული პროცედურების შესახებ