1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს, ადგილობრივი თვითმმართველობის საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფის ხელმძღვანელს შეუძლიათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით წაახალისონ სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული და მათი შესრულების დროს გამორჩეული პირები.
2. წახალისებას დაექვემდებარებიან ის მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში, მოსახლეობისა და ქონების გადარჩენის დროს ან/და სახანძრო-სამაშველო საქმიანობის განვითარებაში