1. ცენტრალურ დონეზე საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოზიდული ყველა ძალისა და საშუალების ხელმძღვანელობასა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზებას ახორციელებს კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი, რომელიც ნიშნავს ცენტრალურ დონეზე საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელს და განუსაზღვრავს კონკრეტულ ამოცანებს.
2. რეაგირების ძალების ხელმძღვანელებიდან, ვინც პირველი მივა საგანგებო სიტუაციის ზონაში, თავის თავზე იღებს საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელობას და ასრულებს მას საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის იმ ხელმძღვანელის მისვლამდე, რომელიც დანიშნულია საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის გეგმით ან შესაბამის მითითებამდე.
3. საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელის გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა იმ პირებისათვის, რომლებიც იმყოფებიან საგანგებო სიტუაციის ზონაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელს თავის უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
5. უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელს შეუძლია ცენტრალურ დონეზე სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოსთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) საევაკუაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;
ბ) საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებულ ობიექტებსა და ტერიტორიებზე სადაზვერვო, სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად;
გ) საგანგებო სიტუაციის ზონაში პირთა დასაშვებად;
დ) საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებული ორგანიზაციების მატერიალური რესურსების საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის გამოსაყენებლად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო საშუალებების, ასევე საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებული სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებისა და მატერიალური საშუალებების გამოსაყენებლად, წინასწარ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფორმით;
ვ) გადაუდებელ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის (მათ შორის, მოხალისე ფორმირებების), ცალკეული მოქალაქეებისა და ორგანიზაცია/დაწესებულებების ჩართვისათვის – მხოლოდ ნებაყოფლობითობის პრინციპის დაცვით.
6. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელს, რეაგირების ძალების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ ფლობდნენ მთლიან სარწმუნო ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების შესახებ მათი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების სრულყოფილად ორგანიზებისთვის.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნოლოგიურად შეუძლებელია მთლიანი მოცულობით საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაოების მთლიანად ან ნაწილობრივ შესაჩერებლად და განახორციელოს ღონისძიებანი საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფი ადამიანების სახიფათო ზონიდან გამოსაყვანად.
8. საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის მიყენებული ზარალი ითვლება როგორც საგანგებო სიტუაციებისაგან მიყენებული
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.01.2012
მუხლი 15. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების ხელმძღვანელობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. რეაგირების ძალების საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 9. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების, მოსამსახურეთა და ტექნიკის ფორმა და ნიშანი
- მუხლი 10. მეხანძრე-მაშველი
- მუხლი 12. მეხანძრე-მაშველის უფლებები
- მუხლი 13. მეხანძრე-მაშველის მოვალეობები
- მუხლი 14. რეაგირების ძალების თანამშრომელთა მუშაობის რეჟიმი, დასვენება და ზღვრული ასაკი
- მუხლი 16. რეაგირების ძალების ხელშეწყობა
- მუხლი 17. რეაგირების ძალებისა და ერთიანი სისტემის საქმიანობის კოორდინაცია
- მუხლი 18. მეხანძრე-მაშველის მიმართ დაწესებული შეღავათები და სოციალური დაცვის გარანტიები
- მუხლი 19. რეაგირების ძალების საქმიანობის გარანტიები
- მუხლი 21. რეაგირების ძალების მონაწილეობა საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №153, 04.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020717/muxli-15/