1. ქვეყნის მასშტაბით სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების ფორმა და ნიშანი არის ერთიანი, რომლებსაც შეიმუშავებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2. რეაგირების ძალებს გააჩნიათ ემბლემა – ფარზე გამოსახულ ნარინჯისფერ წრეში ჩახაზული ლურჯი ტოლგვერდა სამკუთხედი, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი უწყების, ადმინისტრაციული ერთეულის (ქალაქის) სიმბოლო. ემბლემა გამოიყენება რეაგირების ძალების ფორმის ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ატრიბუტებზე.
3. რეაგირების ძალების ტექნიკა უნდა იყოს სპეციალური შეფერილობის, აღჭურვილი ციმციმით, ხმოვანი სიგნალითა და კავშირის საშუალებებით