1. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს:
ა) ცენტრალურ დონეზე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
ბ) ავტონომიურ დონეზე – შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები;
გ) რეგიონულ დონეზე – სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
დ) ადგილობრივ დონეზე – ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
2. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით