1. წესდება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის განხორციელების წესს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს.
2. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები (შემდგომში – რეაგირების ძალები) განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად; ამ სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, მათი შედეგების ლიკვიდაციის, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის, გარემოს დაცვისა და მატერიალური ზარალის შესამცირებლად.
3. ზღვაზე სამაშველო ოპერაციები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და არ წარმოადგენს ამ წესდების რეგულირების სფეროს