რეაგირების ძალების საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) ჰუმანიზმის პრინციპი, რომელიც გამიზნულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად, ასევე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად;
ბ) რეაგირების ძალების საქმიანობაში ერთიანობისა და ცენტრალიზებული მართვის პრინციპი;
გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამართლებული რისკის პრინციპი საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოების დროს;
დ) საგანგებო სიტუაციებსა და მათი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისათვის ოპერატიული რეაგირების მიზნით რეაგირების ძალების მუდმივი მზადყოფნის პრინციპ