1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს – ეკიპაჟის, ათეულის, ოცეულის, ასეულისა და რაზმის სახით. თითოეულ დანაყოფს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც გააჩნია სპეციალური მომზადება შესაბამისი თანამდებობისათვის.
2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძირითადი ამოცანებია:
ა) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება;
ბ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;
გ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა;
დ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ყველა სახანძრო-სამაშველო დანაყოფი ექვემდებარება აღრიცხვას, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო