1. საქართველოს მოქალაქეები მეხანძრე-მაშველის სტატუსს იღებენ მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, შეასრულებენ ფიზიკური მომზადების ნორმატივებს, დაასრულებენ მეხანძრე-მაშველის სახელობო საგანმანათლებლო პროგრამას „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
2. მეხანძრე-მაშველის სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს, რომლითაც განსაზღვრული იქნება მეხანძრე-მაშველის სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელი მოთხოვნები, ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე მიიღება საქართველოს მოქალაქე 18-დან 35 წლამდე, რომელსაც აქვს არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს, ამ წესდებით განსაზღვრული ზღვრული სამუშაო ასაკის გათვალისწინებით.
4. მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე დაინიშნება პირი, რომელსაც აქვს მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატი. გამონაკლის შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სერტიფიკატის არმქონე პირიც. ამ შემთხვევაში, სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია აღნიშნული პირის თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ პირის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაგზავნა მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატის მიღების მიზნით.
5. შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას მეხანძრე-მაშველი სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს მიერ იღებს დადგენილი ფორმის მოწმობასა და ჟეტონს. მოწმობაში აღინიშნება მეხანძრე-მაშველის სახელი, გვარი და თანამდებობა, ხოლო ჟეტონში – მეხანძრე-მაშველის საიდენტიფიკაციო ნომერი. მეხანძრე-მაშველის მოწმობისა და ჟეტონის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
6. მეხანძრე-მაშველი დებს ფიცს სამსახურში მიღებიდან ერთი თვის ვადაში, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.01.2012
მუხლი 10. მეხანძრე-მაშველი
მთავარი მონაცემები
- ვადა 6 თვის ვადაში
- ვადა ერთი თვის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 22. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნის/მიღების გაფორმება
- მუხლი 62. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა
- მუხლი 10. მეხანძრე-მაშველი
- მუხლი 372. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის და მისი ოჯახის წევრის მ
- მუხლი 11. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი)
- მუხლი 10. სამსახურის დანაყოფის მეხანძრე-მაშველი, განსაკუთრებულ სიტუაციაზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების ძირითადი ამოცანები
- მუხლი 4. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის დანიშვნა და მისი უფლებამოსილება
- მუხლი 6. რეაგირების ძალების დაკომპლექტება
- მუხლი 7. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შემადგენლობა და მათი ძირითადი ამოცანები
- მუხლი 8. რეაგირების ძალების საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 9. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების, მოსამსახურეთა და ტექნიკის ფორმა და ნიშანი
- მუხლი 12. მეხანძრე-მაშველის უფლებები
- მუხლი 13. მეხანძრე-მაშველის მოვალეობები
- მუხლი 14. რეაგირების ძალების თანამშრომელთა მუშაობის რეჟიმი, დასვენება და ზღვრული ასაკი
- მუხლი 15. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების ხელმძღვანელობა
- მუხლი 16. რეაგირების ძალების ხელშეწყობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №153, 04.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020717/muxli-10/