1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, იურიდიული და ფიზიკური პირები (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) ვალდებული არიან ხელი შეუწყონ რეაგირების ძალებს საგანგებო სიტუაციის ზონაში გამგზავრებისას და საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას, მათ შორის, უზრუნველყონ ისინი სატრანსპორტო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისათვის მიმავალი რეაგირების ძალების ოპერატიული სატრანსპორტო საშუალებები სარგებლობენ შეუფერხებელი გადაადგილების უფლებით, საწვავ-საცხები მასალების პირველ რიგში მიღების უფლებით აეროპორტებში, ავტოგასამართ სადგურებსა და საზღვაო პორტებში, ისინი ასევე სარგებლობენ სარემონტო სამუშაოების ჩატარების უპირატესი უფლებით ტექნიკური მომსახურების სადგურებში, აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.01.2012
მუხლი 16. რეაგირების ძალების ხელშეწყობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების, მოსამსახურეთა და ტექნიკის ფორმა და ნიშანი
- მუხლი 10. მეხანძრე-მაშველი
- მუხლი 12. მეხანძრე-მაშველის უფლებები
- მუხლი 13. მეხანძრე-მაშველის მოვალეობები
- მუხლი 14. რეაგირების ძალების თანამშრომელთა მუშაობის რეჟიმი, დასვენება და ზღვრული ასაკი
- მუხლი 15. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების ხელმძღვანელობა
- მუხლი 17. რეაგირების ძალებისა და ერთიანი სისტემის საქმიანობის კოორდინაცია
- მუხლი 18. მეხანძრე-მაშველის მიმართ დაწესებული შეღავათები და სოციალური დაცვის გარანტიები
- მუხლი 19. რეაგირების ძალების საქმიანობის გარანტიები
- მუხლი 21. რეაგირების ძალების მონაწილეობა საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში
- მუხლი 22. რეაგირების ძალების თანამშრომელთა წახალისება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №153, 04.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020717/muxli-16/